ჩაკვეტაძის და კაშიას საგოლე გადაცემები - "სლოვანმა" ისევ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სლოვაკეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში „სლოვანმა“ გასვლაზე „ჟილინა“ 4:2 დაამარცხა.

სტუმართა გუნდში სამივე ქართველი სასტარტოში იყო: გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე (90+1-ე წუთზე შეცვალეს). დებიუტში ჩაკვეტაძის პასით ბრატისლაველები გრინმა დააწინაურა, მეორე გოლი მეტოქეს ჩავრიჩმა გაუტანა, რომელსაც გადაცემა კაშიამ გაუკეთა. აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძეს შეეძლო გატანა, როდესაც პირისპირ გასულმა მეკარე მოატყუა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. შემდეგ ჯამბორმა დუბლით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - ჯერ ვაისმა ჩავრიჩს გაატანინა, შემდეგ კი თავადაც დალაშქრა მეტოქის კარი.

„სლოვანი“ 60 ქულით მეორე ადგილზეა,
ლიდერ დაკ-ს 1 ქულით ჩამორჩება და 28 აპრილს ტრნავას „სპარტაკს“ უმასპინძლებს, ხოლო 1-ელ მაისს ამავე გუნდს სტუმრად თასის ფინალში დაუპირისპირდება.

ჟილინა. „დუბენი“. 4 018 მაყურებელი
ჟილინა - სლოვანი 2:4
გოლები: 0:1 გრინი (5), 0:2 ჩავრიჩი (21), 1:2 ჯამბორი (35), 2:2 ჯამბორი (51), 2:3 ჩავრიჩი (58), 2:4 ვაისი (70)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით რომ არაა სლოანში გადასვლა და პირადად ვაისის ფაქტორი ჩაკვეტაძის ფეხბურთი ევროპაში იყო უკვე ფაქტიურად დამთავრებული რადგან გენტში უკვე ხელი ქონდათ მასზე ჩაქნეული შემდეგ ჰამბურგშიც 10 თამაში ათამაშა მწვრთნელმა ეგეც შეცვლებზე და მერე აღარც გააკარა მოედანს კიდევ კარგი, რომ წაიყვანა ვაისმა და მთელი სეზონი ენდო და ათამაშა ყველა ტურნირზე რათქმაუნდა ჩაკვესთვის გვინდა ყველას გაცილებით უკეთესი გუნდი და ჩემპიონატი მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ვაისს და სლოვანის ხელმძღვანელობას იმისთვის რომ ხელი შეუწყვეს ჩაკვეს სრულფასოვნად დაბრუნებაში დღეს უკვე აშკარად ჩანს რომ ძველი ჩაკვე გვიბრუნდება.
gio
24 აპრილი 2023 00:53
4
ბევრი გულშემატკივარი გამოთქვამს წუხილს რომ 40 მატჩში სულ 1 გოლი გაიტანა და არ აქვს კარგი სტატისტიკა და ა.შ რათქმაუნდა 40 მატში 1 გოლი შემტევი ნახევარმცველისთვის ნამდვილად არ არის კაარგი შედეგი,თუმცა ჩვენ ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ რა მდგომარეობაში იყო ჩაკვე როცა გადავიდა სლოანში 2019 წლის შემდეგ ფაქტიურად 2 წელი იყო ტრამვირებული თან ისეთი ტრამვა ქონდა რომ ბევრს ასეთი ტრამვის გამო საერთოდ დაუნებებია თამაშისთვის თავი რადგან რეაბილიტაციას დიდი დრო უნდა და ფაქტიურად ბურთან შეხება ამ პროცესში აღარ გაქვს და როცა დაბრუნდა ეგრევე დასვეს სკამზე და შემდეგი 1 წელი ფაქტიურად უპრაქტიკოდ იყო გენტშიც და ჰამბურგშიც არ ქონია ნდობა არცერთი მწვრთნელის მხრიდან ერთადერთი ვარიან რჩებოდა ამ ბიჭს კარიერის გადასარჩენად რომ წასულიყო ისეთ გუნდში სადაც ადაპტაციას მარტივად გაივლიდა ექნებოდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და გუნდი ითამაშებდა ევროსარბიელზე და ჩაკვეს ექნებოდა სათამშო დრო და ნდობა იმისთვის რომ ფორმა და ძველი კონდიციები აღდგინა და სათამაშო ტონუსი დაებრუნებინა რაც ფაქტიურად დაკარგული ქონდა და ამ ყველაფრისთვის იდეალური ვარიანტი იყო სლოვანი და ჩაკვე იქ წავიდა ამ მიზეზებიდან გამომდინარე და არაა იმიტომ რომ 30 გოლი გაეტანა სლოვანში და ფაქტია ვხედავთ რომ ჩაკვე გაცილებით უკეთესია დღეს ვიდრე იყო 1 წლის წინ ყველანაირი თვალსაზრისით ერთადერთი რაშიც აქვს კიდე მოსამატებელი ეს არის რეალიზაცია ამ თამაშიც ქონდა 100% მომენტი რომელიც ვერ გამოიყენა და ზოგადად სეზონშიც ქონდა რამდენიმე კარგი მომენტი და ეგ მომენტები რომ გამოეყენებინა ახლა 5-6 გოლი ექნებოდა გატანილი მინიმუმ და ზოგადად გოლები არასოდეს არ ყოფილა ჩაკვეს ძლიერი მხარი იგივე თავის საუკეთესო სეზონში გენტში 2018-19 წლების სეზონში სულ 5 გოლი გაიტანა სეზონში მთავარია რომ ფორმა ფაქტიურად აღიდგინა და მისთვის კარგი სეზონია და ძველი ჩაკვე ნელ ნელა გვიბრუნდება ასე რომ რომ არ გაქვს 10-20 გოლი ეგ "ეპატიება" წარმატებეი და იმედი მაქვს სლოვანი ჩემპიონატსაც მოიგებს და თასაც.
zaza
23 აპრილი 2023 21:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული