დავითაშვილმა გაიტანა - "ბორდომ" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „გრენობლს“ 3:0 მოუგო.

„მეცთან“ 0:3 დამარცხების შემდეგ ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და შეუცვლელად ათამაშა. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებიც პირველი ტაიმის დასასრულს მაჯამ დააწინაურა.

დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო და ორი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, რომლებიც თავად შექმნა, მეურვე ტურენს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. მერე მაჯამ დუბლი შეასრულა (ეს მისი მე-15 გოლია). ზურიკოს 73-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა გატანა ვერ მოახერხა.

ჩემპიონატის
დასრულებამდე 6 ტურით ადრე 65 ქულით ლიდერი „ჰავრია", მეორე ადგილზე 59 ქულით „ბორდოა“, ხოლო მესამეზე 58 ქულით - გიორგი მიქაუტაძის „მეცი“.

„ბორდო“ შემდეგ მატჩს 29 აპრილს, გასვლაზე „ვალანსიენთან“ ჩაატარებს.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - გრენობლი 3:0
გოლები: 1:0 მაჯა (42), 2:0 დავითაშვილი (57), 3:0 მაჯა (64)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ე ბიჭო, მასე ზურიკო, ყოჩაღ, რაც მეტს გაგვახარებ შენთვისაც უკეთესია და ნაკრებისათვისაც. წარმატებები!!!
თენგაბი
25 აპრილი 2023 01:52
0
შენ გაიხარე ზურიკო ყოჩაღ!ხვიჩა ჟორჟიკა ზურიკო უმაგრესი სამეული შეტევაში!
კემალფაშა
25 აპრილი 2023 02:59
1
ეს ჰავრი საიდან გამოეკვეტა)))
ჯელა
25 აპრილი 2023 07:06
1
მარტო გოლის ასე აღნიშვნისთვის უნდა ათამაშო,ეს ქარიზმაა ბიძია და ვიღაც მორცხვი ფეხბურთელი ამას ვერ ისწავლის.
ზედმეტად მორიდებული კაცს როგორც ცხოვრებაში უჭირს თავის გატანა ისევეა ფეხბურთშიც.ახლა თუ ბევრად ჯობიხარ სხვებს მესისავით მაშინ თავმდაბალი კაცი ხარ და ღირსებად ითვლება,სხვანაირად კიდე უბრალოდ მორცხვი ხარ და ქარიზმა გაკლია.
კაია ზურიკო,მასე გააგრძელე.
Levani
25 აპრილი 2023 04:34
2
საქართველოსთვის საინტერესო "ქართული" ფინიში აქვს საფრანგეთის ლიგა 2 ჩემპიონატს: - ვინ აჯობებს ჟორჟის მეცი თუ ზურიკოს ბორდო? ისე დარჩენილი თამაშების წინასწარი სავარაუდო შეფასებით მეცი აჯობებს ბორდოს. ზურიკომაც და ჟორჟიკამაც ბოლო ტურის თამაშები დიდებულად ჩაატარეს.
ორივე ქართველს წარმატებები, მაგრამ სამწუხაროდ ფრანგულ 1 ლიგაში მხოლოდ ერთი გადავა.
ვაჟა მასწავლებელი
25 აპრილი 2023 17:43
0
მეორე ლიგის დონეზე სასტავშ. ვერ ხვდება ან თუ მოხვდა მალევე ცვლიან!ნაკრებს ესეთების იმედი როაქ იმიტომ დაგვახმა ნორვეგიამ ბურთი თავზე!მამამისი აბრეზა ჯობდა ამას!))
გიორგი IV
25 აპრილი 2023 06:52
25
და ქვეყანას უნდა ჰქონდეს შენნაირების იმედი, იმაზე იფიქრე ჯერ. მომინდომა აქ პრემიერ ლიგაში ფეხბურთელები ჩაბანძებული სახელმწიფოდან. კვარა, ჩაკვე, ზურიკო და ეგეთები საკუთარ თავს ახტებიან, თორემ ჩვენნაირი უპასუხისმგებლო ხალხით სავსე ქვეყანა მსგავს ფეხბურთელებსაც ვერ უნდა უშვებდეს, ჩემპიონატი არ გვივარგა, სავარჯიშო პირობები აქ არაა, ფსიქოლოგები ჩვენ არ გვყავს, საკვები აქ არ კონტროლდება, ჰაერი გვწამალავს და საერთოდ რომ იზრდება სპორტსმენი, მადლობა უნდა თქვა.
nika
25 აპრილი 2023 12:41
3
ხოდა ამ კაცმა მაგი თქვა ასეთი გუნდის სათადარიგოა და რას უნდა ველოდეთო. ამიტომ ნუ ითხოვთ ბევრს ზოგ-ზოგიერთებიო. მეორე ერთი შენ რა იცი ვინ რას აკეთებს?! რა უნდა გააკეთოს შენ რომ რაღაცაში ჩუთვალო რაღაც გამოგონება უნდა შექმნას? დარწმუნებული ვარ საერთაშორისო დონეზე არ წარმოადგენს კომენტარის ავტორი საქართველოს და ვინც წარმოადგენს იმაზე დაწერა რომ ასეთებით შორს ვერ წავალთო. ქვეყნის ჩემპიონატი დაბალი დონისაა ნამდვილად მაგრამ ეს არ არის ხალხის ბრალი. და ისე არ არის შენ რომ ამბობ თურმე დაახლოებით ასე ნაგავს რომ არ დავყრით ქუჩაში მაშინ გვეშველებაო აი მაშინ გახდება ფეხბურთელები თურმე მაგარი. ფეხბურთელზეა აქ საუბარი იმიტომ რომ ფეხბურთელებს სხვებთან შედარებით თუნდაც საქართველოში მეტი საშუალება აქვთ გახდნენ წარმატებულები სავარჯიშო პირობები არის და მთლად ისე არ არის შენ რომ აღწერე. ბავშვობაში ფეხშიშველა მოთამაშე აფრიკელებს შეხედე მერე როგორები ხდებიან. 90-იანებში როგორი ფეხბურთელები გვყავდა.ხალხის ბრალი არ არის დავითაშვილი მაგალითად რომ მანჩესტერში ძირითადში არ თამაშობს ეს იმის ბრალია რომ არ არის მაგ დონის. მას ევროპული პირობები შეიძლება არა მაგრამ კარგი პირობები ნამდვილად ჰქონდა. ასევე ვინმე ფეხბურთელს თუ გააკრიტიკებს გულშემატკივარი არ ნიშნავს რომ ეს გულშემატკივარი რაღაც დიადი პიროვნება იყოს და მხოლოდ ასეთ ხალხს ქონდეს სპორტსმენების კრიტიკის უფლება. ცნობადი და განსაკუთრებით სპორტსმენების რომელებიც წარმოადგენენ ქვეყანას კრიტიკის უფლება აქვს ყველას მათ შორის იმასაც ვისაც თუნდაც 300 ლარი აქვს ხელფასი და ისე არ არის რატო გაბედე კრიტიკა ერთი შენ ვინ ხარ წადი აბა ბარსელონაში ითამაშე ან ჰარვარდში ლექციები წაიკითხე ჯერო.
nikas
25 აპრილი 2023 16:29
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული