საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მიქაუტაძე (მეცი) და ზურიკო დავითაშვილი (ბორდო) მოხვდნენ.
მიქაუტაძემ სტუმრად "სენტ-ეტიენთან" მოგებულ მატჩში (3:1) დუბლი შეასრულა და 19 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
დავითაშვილის "ბორდომ" კი სახლში "გრენობლს" 3:0 სძლია და ქართველმა მეტოქის კარი დალაშქრა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-3 გოლი გაიტანა.
"ბორდო" 59 ქულით მეორე ადგილზეა, "მეცი" კი 58-ით - მესამეზე.
დავითაშვილმა გაიტანა - "ბორდომ" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დაბრუნდა [VIDEO]
მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა დუბლი - "მეცმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]