"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანასთან“ ფრეს (1:1) დასჯერდა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.

გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა
მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.

მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა"  მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)

მკითხველის კომენტარები / 57 /
ძალიან ცუდი.
უკვე აღარ ვიცი დავიჯერო თუ არა ამათი სკუდეტო.
ასეთ გუნდებთან თუ დაკარგავებ ქულებს, იქნებ დაეწიოს იუვენტუსი.
აღარ ვიცი რა.
დამაწყდა ნერვები :(
Spain
30 აპრილი 2023 19:18
11
არა არა ეს ხვიჩას აჩრდილია ან მართლა გაუგეს რასაც აკეთებს და იმის იქით აღარ შეუძლია მეტი ესე თუ გააგრძელა სასტარტოდან ამოაგდებს უეჭველი ....პენალი ლიგაზე. ეს საჩემპიონო გოლის ვერგატანა ძალიან ბევრია ძალიან ...რა დაემართა ამ ბიჭს არ ვიცი რაააა
რეზი
30 აპრილი 2023 19:16
23
2 დრიბლინგი და დასარტყმელზე გაყვანა, მესამე საგოლე პასი რომელიც ვერ დაარტყეს ასევე, ორჯერ თვითონ დაარტყა - ერთი თავისივე შექმნილი. გარემარბს (ამას ათამაშებს სწორედ სპალეტი და მოედნის შუაში შემოწეულს დაუძახა კიდეც პირველ ტაიმში) მეტი რა მოეთხოვება ასეთ დამდგარ თამაშში? რა საგოლეს ვერ გატანა - არცერთი არ იყო 100% საგოლე და ხვიჩას პოზიციას გოლებს რატომ თხოვთ უეჭველი. მისი თამაში მხოლოდ გოლით არ ფასდება, ხოლო მოლანთან ორივე თამაშში საუკეთესო იყო მოედანზე. ზოგადად კი მთლიანად ნაპოლოა გადამწვარი და მათ შორის ხვიჩასაც მოკლებული აქვს, რაც ბუნებრივია სეზონის ბოლოს როდესაც არ ხარ დიდი გუნდი - ამიტომ გამოვარდნენ ლიგიდან, თორემ სწორად რომ გადაენაწილებინათ ძალები, ლიგის ფინალში თამაშის ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებხნენ ჩემპიონობასათან ერთად.
???
30 აპრილი 2023 19:36
6
არ გადაეტანათ თამაში და იზეიმებდნენ დღეს. ეგ ყველაფერ ზედმეტი წნეხი იყო ნაპოლის ფეხბურთელებისთვის, ხოლო სალერნიტანას ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია - აჩვენეს რომ ყველა მეტოქე უნდა დააფასო! ჩემი პატივისცემა სალერნიტანას.
???
30 აპრილი 2023 19:15
5
მარიო რუის კი ვაგინეთ ბევრი, მაგრამ მისი არყოფნა ძაან ეტყობა ნაპოლის შეტევებს, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგს. გოლიც მაგ ფლანგიდან მიიღო ნაპოლიმ, ჟესუსი მაგ პოზიციაზე ფაქტიურად ამოვარდნილი იყო თამაშიდან.
ხვიჩას კიდე დარტყმის გაუმჯობესება სჭირდება - ასეთ ბურთებს, ასეთ თამაშებში არ უნდა აფუჭებდეს, იგივე მილანთანაც რაც მოხდა დასაწყისში.
ჭკვიანი კაცია სპალეტი, არაა საჭირო ეს წინასწარ ზეიმები.
gogi
30 აპრილი 2023 19:13
4
ჩანდა დორტმუნდის არ იყოს ფსონებში ჩახედული ხალხი მიხვდებით ესეთი სიტუაციების დროს როგორი დაუჯერებელი შედეგებით მთავრდება არ თქვათ არაფერ შუაშია მაფიაო
ნოდო
30 აპრილი 2023 19:11
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული