"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანასთან“ ფრეს (1:1) დასჯერდა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.

გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა
მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.

მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა"  მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)

მკითხველის კომენტარები / 57 /
ამ გუნდმა, უფრო სწორად კი ამ გუნდის თავკაცებმა მოინდომეს ლიგის მოგებაც ??????? გადაიღალა და გამოიფიტა გუნდი, კიდევ კარგი უამრავი ფორა აქვთ თავიდანვე, რომელიმე ნაჩალნიკი იფიქრებდა, რომ სამეულში მაინც თუ მოხვდებოდნენ????? ეს სასწაული კვარამ და ოსიმენმა მოახდინეს, კივილით და ხმამაღლა უნდა მოუხადონ მადლობა პირველ რიგში ამ ორს...........
?
30 აპრილი 2023 21:58
2
ასე წნეხის ქვეშ არუნდა მოაქციო შენი გუნდი. ასე დაუგეგმო გუნდს, რომ დღეს ხდები ჩემპიონიო, არის სრული სისულელე.
წინ კიდე არის თამაშები და თავისუფლება უნდა ჰქონდეს გუნდს. ყველა სტრესში იყო, ასე არ შეიძლება.
კვარას რომ ვაკვირდები დიდი წნეხის ქვეშ თამაში ყოველთვის უჭირს. თავიდან დაფრინავდა ლაღად, რადგან არ გრძნობდა წნეხს. მერე მარადონასთან შედარებებით და გუნდის მასზე დამოკიდებულებით ეს წნეხი გაიზარდა.
იმედია არ დაკარგავენ ამ ჩემპიონობას და მიიყვანენ ბოლომდე. კვარას კი თავის უსაზღვრო ნიჭთან ერთად მეტ ცივსისხლიანობას ვუსუვებდი.
მსოფლიო დონის ვარსკვლავია და მისმა თამაშმა გადაასწრო მის ასაკს და ფსიქოლოგიას.
იმედია ყველაფერ გადალახავს...
Skeleton
30 აპრილი 2023 21:27
3
ასიანი გეთანხმები. ძალიან წნეხში მოაქციეს გუნდი. ეს რომ ყოფილიყო რიგითი ტური დარწმუნებული ვარ დიდი ანგარიშით მოიგებდნენ. წინასწარ დაუგეგმეს ჩემპიონობა. უამრავი ღონისძიებები უნდა ჩატარებულიყო დღეს ნეაპოლში. მახსოვს უკრაინა რუსეთის თამაში იყო 2002 წელი თუ არ ვცდები. შევჩენკომ ბოლო წუთზე გაუტანა და მთელი კონცერტები და ღონისძიებები ჩაეშალათ. არადა ერთი კვირა სცენას ამონტაჟებდნენ მოსკოვის ცენტრში. რაც შეეხება ნაპოლის და ხვიჩას კარგი თამაშის გარდა, საფეხბურთო ფორტუნაც სწყალობდათ. ეხლა უკვე აღარ.
დავით 67
01 მაისი 2023 00:15
1
ბოლო ორ თამაშში გოლები სხვებმა გაიტანეს, ეგ "ნიჩურტა" ?
სიმართლეს
30 აპრილი 2023 21:15
5
22 წლისაა ბიჭი, არაა ამხელა აჟიოტაჟი საჭირო, ნუ ჰკიდებთ ამხელა ტვირთს ზურგზე. ამ სეზონში გასაკეთებელი გააკეთა, მეტიც იმაზე მეტი გააკეთა რასაც ველოდით. არაუშავს ამ ტურში თუ არა მომდევნოში, ან შემდეგ გახდებიან ჩემპიონები
რაბუ
30 აპრილი 2023 21:11
1
22 დან 35 მდე ბევრი წელია ძალიან. უკვე იმაზე მეტი დაამტკიცა, რასაც მისგან ელოდნენ.
თუ მხარს არ უჭერთ არავინ გაძალებთ.
მოეშვით ცინიზმს და ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას
თემოს
30 აპრილი 2023 23:45
1
22წლისაა? აბა 35 წლის რომ გახდება საუდის არაბეთში ან ამერიკაში წავა. ეხლა უნდა ითამაშოს და ეხლა ( ამ ასაკში) დაამტკიცოს რომ ვარსკვლავია.
თემო
30 აპრილი 2023 22:59
7
რაც გამოიკვეთა არის ის რომ კვარა ვინგერად იკარგება, ხუმრობა საქმე ხომ არარის 38 ტურში რომ 2 პერსონალური მცველი ფეხებზე გაზის და შენი ლუზერი მწვრთნელი დამატებით კიდევ კუთხურის ალამთან გაწებებს და ამით კიდევ უფრო გიზღუდავს სივრცის შექმნის შანსს, წარმოდგენაც არ მინდა ამ მხრივ რა იქნება მომდევნო სეზონიდან. ხვიჩა ჩამოყალიბდა HS-ად, მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება ასეთი მჭიდრო მეურვეობის პირობებში ინსაიდერად შეჭრები ფლანგიდან და გარკვეულ ეპიზოდებში ცხრიანის ოდნავ უკან სულ მოძრაობაში ყოფნა, თორემ ოსიმენიც თუ წავიდა იმ კუთხურზე მიწებება კარგს არაფერს მოასწავებს.
სპალეტიმ ხვიჩას უნდა მისცეს მეტი თავისუფლება მეტი გასაქანი თორემ ამ ჩარჩოებში ჩასმასული კვარა კარგავს ინდივიდუალიზმს და მწვრთნელი ფუფუნებას აძლევს მეტოქე მწვრთნელებს ჰა მოდით კვარწა გამოკეტეთ "გალიებით" კუთხურის ალამთან. ცენტრში და საჯარიმოში მას მე მაინც ვუკრძალავ იქ შესვლასო.
Charley
30 აპრილი 2023 21:08
4
გასაკვირი არაფერია. გუნდი გადაღლილია. კვარა ხომ საერთოდ , რადგან სეზონებს შორის ფაქტიურად არ შეუსვენია, ასეთ დროს კი სხეული ისე აღარ გემორჩილება. დარტყმა სიზუსტეს კარგავს. ამას დაუმატეთ ფსიქოლოგიური გადაღლაც რაშიც ნურავის ეწყინება და საქართველოში წრეგადასულმა აჟიოტაჟმაც ითამაშა როლი, მუდმივმა მითხოვნამ- გოლი გაიტანე! გოლი გაიტანე! აქ ბევრჯერ დაწერეს და ვეთანხმები - იქნებ ვაცადოთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში და წყნარად განვითარება. ბოლო ბოლო არაა ვალდებული არავისთან! ახლა კი ისეთი წნეხის ქვეშ თამაშობს , საერთოდ როგორ უძლებს. თურმე ისეთი გოლები უნდა გაიტანოს და აუფ როგორ ვერ გაიტანა! პირველი წელიწადია ამ დონეზე თამაშის, ბევრი რამე აქვს კიდევ სასწავლი და დასახვეწი და დახვეწავს კიდეც. ხოდა ვ ა ც ა დ ო თ.
არტ
30 აპრილი 2023 20:31
1
100იანი ხარ! გოლი კი არა ისიც სთხოვეს მთავრობას ერთი ორი სიტყვა შეაწიეო წამალი შემოიტანოსო. ის სიმაღლეში რომ ზრდის. ყველაფერს ამ ბიჭს სთხოვენ. გაგიჟდები კაცი
დავით 67
01 მაისი 2023 00:23
1
მართალი სიტყვებია მეგობარო!!!
გიორგი
30 აპრილი 2023 23:52
1
მსოფლიოს მერვე საოცრება ის არის, ნაპოლი რომ ჩემპიონი ხდება, ხოდა სპალეტიმ და აურელიო ბატონმა, ხვიჩას და ოსის კოცნონ ერთ ადგილზე..............
სიმართლე
30 აპრილი 2023 20:22
3
არაფერი ისეთი არ მომხდარა,უბრალოდ ზეიმი გადაიდო! აქ რომ წერთ,ხვიჩა ასეთი მომენტი უნდა გამოიყენოო,ოთხიდან ერთი უნდა გაიტანო,შეისწავლეს ხვიჩაო და...
ბიჭი პირველ სეზონს ატარებს ხალხნო,პირველს! არ გესმით ეს რას ნიშნავს?!
ჩემპიონატის დამთავრებამდე ჯერ კიდევ თვეზე მეტია დარჩენილი.

რუბინიდან მოსული ბიჭი ვარსკვლავებს წყვეტს და ჩვენ გვინდა პირველივე სეზონზე იტალიის ჩემპიონი ნახევარი წლით ადრე გახდეს და პლიუს ჩემპიონთა ლიგა მოიგოს!
gulshematkivari0703
30 აპრილი 2023 20:17
3
ტყუილ-მართალის გარჩევა არა უბრალოდ ფაქტი. - ჯარიმის დროს სპალეტიმ მოხსნა გოლის ავტორი მარცხენა მცველი ოლივერა და შემოიყვანა ცენტრალური მცველი ჟეზუსი. გათამაშდა ჯარიმა და მარცხენა მცველის პოზიციაზეა ოსიმენი. გოლის ავტორი მარჯვნიდან შედის საჯარიმოს სიღრმეში არტყავს ბურთს და ახლად შემოსული ცენტრალური მცველი ზურგს აქცევს დარტყმულს. პოტენციურად საჩემპიონო გოლის ავტორა რომელსაც კარიერის მატჩი აქვს ცვლიან? კარგი ცვლიან და ცვლიან მაგრამ მის ფრთას ვინ ამაგრებს. რა იყო იდეა? კვარას უნდა ამოევსო დაცვის ხაზი თუ ოსიმენს? ამას ქვია პერემუდრილ სპალეტი
იბერია
30 აპრილი 2023 20:10
1
ოლივეირამ გაფრთხიება მიიღო,სულ რამდენიმე წუთში კი,მეორე გაფრთხილებასთან მოსაზღვრე ჯარიმა მიიღო და მომდევნო ფოლზე,თითქმის გარანტირებული წითელი ბარათი ემუქრებოდა.მარიო რუიც დამტვრეულია და ზოგს რომ გაუხარდა მისი ტრავმა,ამ პოზიციაზე,ნაპოლის სხვა მცველი აღარავინ ჰყავს,მთელი მომდევნო თამაშის შტატიანი მარცხენა მცველის გარეშე თამაშს,სპალეტიმ ისევ შეცვლა არჩია,თუმცა ვისაც ოლივეირას პოზიციის დაკავება უნდა დავალებოდა,არ დაიკავა და ოსიმენი თუ კვარაცხელია,მცველს მთლიანად რომ ვერ შეცვლიდნენ,იმ გოლმაც დაადასტურა.სამწუხაროდ,ხვიჩაც პასიური იყო გოლის ეპიზოდში,არადა ცოტა აქტიურად რომ დაძრულიყო,ოსიმენის დასახმარებლად,ეს გოლი,შესაძლოა არც გასულიყო.არა უშავს,დაისვენებენ და მომდევნო ტურში,უკვე ზედმეტი დაძაბულობის და აჟიოტაჟის გარეშე გაინაღდებენ პირველობას.
სოსო
30 აპრილი 2023 22:42
1
ოღონდ ვინმემ ამიხსნას რა ლოგიკით შეცვალა ოლივეირა ჟეზუსით სპალეტიმ?!
დამთავრდებოდა თამაში და დამსახურებულ ოვაციებს ისეც მიიღბდა ოლივეირა. ახლა მიიღოს სპალეტიმ ახლობლების მოკითხვა!!!
G.A.L.
30 აპრილი 2023 20:46
3
ყველა გამოხმაურება
"ნაპოლიც" გადაიწვა და ხვიჩაც. ფაქტია, სპალეტიმ ამოწურა შესაძლებლობები, არანაირი სიახლე ტაქტიკურ სქმებეში. მოდიან ინერციით. უკევ ყველამ აუღო ალღო მათ სტილს. რაც შეეხება ხვიჩას, პირველი სეზონია, ასეთ ტემპში ბოლომდე რომ ვერ გაქაჩავდა, არაა გასაკვირი. უბრალოდ, პირველ წრეში ისეთი თამასა ასწია, თავის თავს გადაახტა, ამიტომაცაა უფრო მეტს მოელიან მისგან.არც ამდენი წნეხი იყო საჭირო. პირველი წელია, სეზონი არ დამთავრებულა და რა დროს ხვიჩაზე ფილმების გადაღება და წიგნების წერაა! აცალე, ჩაამთავროს სეზონი, ამოისუნთქოს !!! ფაქტია, რომ გადაიღალა. ძველებურად ვერ ატყუებს მეტოქეებს,არც სიზუსტე უვარგა. იმედია, ქინქლაძესავით არ დაემართება და მეორე სეზონში კიდევ უფრო მაგარი იქნება !
zaza
30 აპრილი 2023 20:09
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული