"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანასთან“ ფრეს (1:1) დასჯერდა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო.

გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა
მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.

მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა"  მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)

მკითხველის კომენტარები / 57 /
ხვიჩა საქართველოს იმედო, გმირო და გახღებავ.ყურები არ ჩამოყარო, უწნინდესმა დამაბარა შენთან, ჩამოვიდეს ისევ ჩამიყოს უბეში,მისი ტკბილი სახეო,სახეზე მოგეფერები და დაგლოცავ,შვილო ჩემო, ქართული გენის ვატსკვლავო, საქართველოს იმედო და თბილისის მომავალო მერო.
მამა ანთიმოზი
30 აპრილი 2023 20:08
26
რა დღეში ხართ ბიჭო ლიბერალები,მამაოს რანაირად მიმართავთ. ყველაფერ ქართულს, ეროვნულს როგორ ებრძვით. ზვიჩაში, საქართველოს იმედში გინდათ ჩაკლათ ქართული სული? ვერ მოესწრებით, ქართული გენის გადაჯიშევას. ჩვენთან არს ღმერთი, დაგვლოცე სკამაო.
0009
01 მაისი 2023 10:41
0
სად გაიზარდე? ფუუუ
დავით 67
01 მაისი 2023 03:53
0
ყველა გამოხმაურება
ქებამ აწყინათ!!!
!!
30 აპრილი 2023 19:53
3
რა ქნა?ხვიჩას ხარჯზე იშოვა კროკო აირლაინმა ფულები????
ირაკლი
30 აპრილი 2023 19:50
2
კვარა მასეთი 2 მომენტიდან 1 მაინც უნდა გაიტანო, თუ გინდა რო შემდეგ ეტაპზე გადახვიდე.
ესეთი დეტალებია სხვაობა ლეგენდებსა და კარგ ფეხბურთელებს შორის. ნუ კიდევ კარგი ამ ნაპოლის ეს ჩავარდნა სწორედ მაშინ დაეწყო როცა განუზომლად დიდი ფორა ქონდა შექმნილი მწევრებთან თორემ დიდი ალბათობით "გენიოს" სპალეტის ისევ ცუდად დაუსრულდებოდა მისი აქილევსი ქუსლი, ანუ პირველ წრეში შექმნილ ქულათა უპირატესობას ისევ მარტივად გაანიავებდა ეს ნაპოლიც როგორც ამას შვებოდა მელოტას ყველა ყოფილი გუნდები. საფინიშო წრეში ეს გუნდიც რელსებიდან გადავიდა ფაქტია უბრალოდ ნაპოლის იმან უშველა რომ პირველ 25 ტურში დაგროვილი ქულებით ისე გაასწრეს დანარჩენებს ჩავარდნის დროსაც კი მაინც ინერციით ეყოთ ეს ქულები ჩემპიონობსთვის. ამ სანაკრებო პაუზამდე მყოფი ხვიჩა ასეთ შეხვედრაში მინიმუმ ერთ გოლს გაიტანდა და ეს ნაპოლიც პირწმინდად დაანგრევდა ასეთ "ჩაბეტონებულ" დაცვის გუნდებს ეხლა კი ყველამ უყურეთ რაც მოხდა. ნუ თავი იმით დავიმშვიდოთ რომ მომდევნო ტურში გუნდი ფრითაც ინაღდებს ჩემპიონობას და იქ ვიზეიმებთ ორმაგად.
Anjelo Antei
30 აპრილი 2023 19:43
4
გამარჯვება ზაკაზით არ ხდება, ავიწყდებათ, რომ ბურთი მრგვალია. ბევრჯერ დავწერე და ვიმეორებ: ხვიჩა და ოსიმენი თავის საჯარიმოში არ უნდა ჩადიოდნონ, ანუ ცენტრს იქით არ უნდა იხევდნონ. აქ მყოფები კი 3-4 მცველს ჩამოაშორებენ შეტევას. დიდი ხანია ხვიჩა მოხეტიალე ფორვარდად უნდა თამაშობდეს, მას აქვს კარგი დრიბლინგი, ამიტომ სჭირდება სივცე, ცენტრში მოთამაშეს შანსი აქვს სამ მხარეზე გააგრძელოს შეტევა, მარცხენა ფრთიდან კი წინ ან მარჯვნივ შეუძლია წასვლა, ანუ ბუნებრივად აქვს შეზღუდული სივრცე და მისი დაჭერა ორ მცველს ადვილად შეუძლია. დღეს მოგება იყო საჭირო, ამიტომ ორი ცენტრფორვარდით უნდა ეთამაშათ.
ჟორა გაბრიჭიძე
30 აპრილი 2023 19:40
2
გიორგი შერმადინი!!ყველაზე სტაბილური ქართველი სპორტსმენი,ინდივიდუალური პრიზებიც აქვს მოპოვებული და გუნდურიც!!!!!!!
**
30 აპრილი 2023 19:39
3
ნაპოლიმ დაიწყო პოზიციური ფეხბურთის თამაში და უბრალოდ ბურთის ფლობაზე აქცენტის კეთება, ყველანაირი შემოქმედებითობა,ინტენსივობა და ინდივიდუალურობა რომელიც სეზონის პირველ ნახევარში ქონდათ გაატანეს წყალს. მეტოქეებმაც გაშიფრეს გუნდი, სპალეტიმ კი არათუ ახლის შეთავაზება ,გუნდის გადალაგება და სხვა ტაქტიკა არ იცის ძველიც ამოშანთა. ხვიჩა დააიზმენა, დააყენა აუტში, ვითომ "გუნდურობას" ათამაშებს, სინამდვილეში ბიჭში ის მუხტი და აგრესია მოკლა. შედეგი სამი გოლი ბოლო 6 თამაშში.
ალექს
30 აპრილი 2023 19:34
3
სპალეტი გადამწვარია აშკარად, ერთ ტაქტიკურ სქემასაა ჩამოკიდებული, არაფერს არ/ვერ ცვლის. ამიტომაც გახდა ადვილად პროგნოზირებადი. ვინც კი დისციპლინირებულად დაუდგა (ინტერი, მილანი, ლაციო და ახლა კიდე სალერნიტანა) ყველამ გაჭედა. იუვესთან უბრალოდ გადარჩნენ.
gogi
30 აპრილი 2023 19:50
1
უდინეზესთან, ფიორესთან, ინტერთან უფრო რთული იქნება ქულების აღება.
Thomas
30 აპრილი 2023 19:33
2
გრიშამ ვერ ითამაშა.
გრიშა კი არა და ხვიჩამ
გენა
30 აპრილი 2023 19:24
23
თამაშის გადატანა იყო სრული სისულელე.
ვგრძნობდი, რომ ვერ მოიგებდნენ ამ თამაშს. ზედმეტი წნეხი იყო წინასწარ ზეიმი.
იქნებ დააცადონ მშვიდად თამაში გუნდს.
ახალგაზრდა გუნდია და ამხელა წნეხს შეიძლება ვერ გაუძლოს
.
30 აპრილი 2023 19:20
2
სამაგიეროდ ბიზნესის კუთხით იყო უფრო მომგებიანი!. ლაციოს წაგების შემდეგ ნაპოლის უეჭველ მოგებაზე მილიონები შევიდა ტოტალიზატორებში!
ქომაგი
30 აპრილი 2023 23:44
0
100%, მარტო სამხრეთულ მატრაკვეცულ მენტალობას მოუვიდოდა აზრად მატჩის ასეთი მიზეზით გადადება
ლევანი
30 აპრილი 2023 19:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული