"ადრე მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - რას წერს იტალიური მედია "კვარაზე"

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" "სალერნიტანას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. "კვარამ" საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში საშუალო ქულებით შეაფასა:

"ძალიან ბევრს ცდილობს, თუმცა ბოლო პერიოდში იღბალი მის მხარეს არ არის. "სალერნიტანასთან" სიზუსტე დააკლდა, მომენტებში კი ოჩოამ აჯობა, რამდენიმე კვირის წინ მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - Areanapoli 6 ქულა.

"მარცხენა ფეხით გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. მეორე მომენტში კი
ოჩოამ აჯობა. მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო" - Eurosport-ი 5.5 ქულა.

"მუდამ შეტევების ეპიცენტრშია, ბევრს მოძრაობს და თანაგუნდელებს ეხმარება, თუმცა ბოლო მომენტში შეტევის დაგვირგვინება უჭირს. მეორე ტაიმში უფრო სახიფათო იყო" - Tuttonapoli 6.5 ქულა.

"ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავია, მუდამ მოძრაობს, გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა" - Tuttomercatoweb-ი 6.5 ქულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სალერნიტანასთან" მატჩში

alt"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
უდინეზესთან ფრეს მაინც მიაღწევენ და გაიფორნებენ სკუდეტოს. მერე აღარავის ემახსოვრება გაფუჭებული პენალტი, თუ ჯარს აცდენილი დარტყმა. კვარამ სასწაულ წარმატებას მიაღწია და დატკბით, ხალხო!
გიორგი
01 მაისი 2023 16:53
5
ბოღმიან ხელმოცარულებს რა დაატკბობს? დანარჩენებმა კი გავიხაროთ. :)
რატი
02 მაისი 2023 00:22
0
არავინ საუბრობს იმაზე რომ კვარა რუსეთის ჭ ლიგიდან და შემდეგ ჩვენი ლიგიდან სერია ა ში მოხვდა..პირველივე სეზონში უბრალოდ ძნელია ასეთ ტემპს გაუძლოს.სხვა არანაირი მიზეზი არაა..ცდილობს.მაგრამ თავს ზემოთ ვერ ახტები..თვით მარადონა ჯერ არგენტინის ლიგიდან და ბარსაში ითამაშა.თან სად მაშინდელი ტემპი დ ასად ეხლა..შედარებას ვაკეთებ დატვირთვის თვალსაზრისით..მომდ3ვნო სეზონში კვარა ისევ გაიბრწყინებს სადაც არ უნდა იყვეს
კიეზა
01 მაისი 2023 16:18
4
ხვიჩას მიზანი სერიოზულად აქვს გასასწორებელი თორემ აწი უკვე სამ პერსონალური მცველებთან ჯაჯგურში ისედაც ერთი ორი მომენტი შეექმნება და უნდა გაიტანოს თორემ სამწუხაროდ ისევ გაუგრძლელდება ეს უგოლო/უასისტო შეხვედრები. სპალეტი კიდე საშუალო გაქანების მწვრთნელია ვერ რისკავს ტაქტიკას არ ცვლის რიგ შეხვედრებში სადაც საჭიროა რო მეორე ნომრად კონტრზე ითამაშოს გრანდებთან მაინც და კვარას სივრცეები ასეთ თამაშებში უფრო ექნება და გუნდიც უფრო იხეირებს. კი ყველა ავტობუსს ეთამაშება არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდია გრანდი თუ სრედნიაკი. კი ნაპოლი კაი გუნდია მაგრამ არა ისეთი რომ ასეთ თამაშში არ გაიჭედოს, ბარსა გაიჭედა რომელსაც გაცილებით ვარსკვლავური შემადგენლობა ყავდა ამ ნაპოლიზე, როცა ყველამდაამუღამა რომ ავტობუსი უნდა ჩუყენო და მერე მიდიოდა გაუთავებელი ბურთის გორიალი.
პრინციპში ნაპოლის ჩავარდნა მაგის გამო დაიწყო. ჯერ ლაციომ მოუსინჯა კბილი ახალი ტაქტიკით და მერე ყველა მწვრთნელი მიხვდა რა უნდა ექნათ, ამას დაემატა გადაღლა და მორჩა უბრალოდ ფიზიკური კონდიციები აღარ ყოფნით რომ ავტობუსი დაძლიონ.
მათშორის ხვიჩას პრობლემაც ეგაა დააკვირდით როგორ აგვიანებს ხოლმე სწრაფ შეტევებში უბრალოდ ვეღარ დარბის ისე როგორც მანამდე ზოგადად ხვიჩას სულ ქონდა ფიზ მომზადების პრობლემა და ახლა ამ სერია-ას გრძელ მარათნში თავი მეტად იჩინა.
Charley
01 მაისი 2023 15:52
6
გაცუდებული პენალტის შემდეგ, ეტყობა ფსიქოლოგიურად დაჯერებული არაა. ბოლო მომენტში არაზუსტად უტყავს ბურთს. ფსიქოლოგების მეტი რაა ნაპოლიში, დრო უნდა და ერთი ნავსიც რომ გატყდეს და ძველებურად ათამაშდება. მჯერა, შემდეგ მატჩში გაიტანს!
მერაბი
01 მაისი 2023 15:46
3
როცა ფორმის პიკში ხარ,სხეული ავტომატურად აკეთებს, გასაკეთებელს.როცა ფორმიდან ვარდები,სხეული აღარ მოგდევს და უკვე გონების ჩართვაც გჭირდება,ილეთის სრულფასოვნად შესასრულებლად.ასეთ დროს აუცილებლად იკარგება თავდაჯერებულობა,სისწრაფე და სიზუსტე.ზუსტად ეს სჭირს დღეს ხვიჩასაც და მთლიანად ნაპოლისაც.მთელი სეზონი,ფორმის პიკში ვერავინ დარჩება.შეუძლებელია.დიდ გუნდებს,იმდენი კლასიანი ფეხბურთელი ჰყავთ,რომ შეუძლიათ როტაციის საშუალებით,შეინარჩუნონ,მთლიანად გუნდის სათამაშო დონე,თუმცა მცირე ჩავარდნები მათაც აქვთ ხოლმე.ნაპოლისთანა შეზღუდული რესურსების პატრონ გუნდს,ორი სამი წამყვანი ფეხბურთელის ტრავმა,უკვე დიდ პრობლემებს უქმნის,რადგან მათი არ ყოფნის გამო,სხვა ლიდერებზე დატვირთვები კიდევ უფრო იზრდება და მათ გადაღლასთან ერთად,ტრავმებს ახლა ისინი იღებენ.ამის გამოც ჰკარგავდა ნაპოლი ლიდერობას,მეორე წრეში,თუმცა ეს განსაკუთრებით ინგლისში ჩნდება ხოლმე ცხადად,განსაკუთრებით ახალ წლებში,დამრტყმელი ორკვირიანი პერიოდის დროს,ტრავმების ეპიდემიით რომ მთავრდება.
სოსო
01 მაისი 2023 19:43
0
იმ ავადსახსენებელი პენალტის გაფუჭების შემდეგ, რაღაც, არ უმართლებს, თითქოს იღბალმაც ზურგი აქცია, თან თავადაც ისე დარწმუნებით ვერ ურტყამს ზუსტად და შედეგიანად, როგორც ადრე აკეთებდა.
07
01 მაისი 2023 15:31
2
ვარდისფერი ბუცები ჩაიცვას კიდევ ან ელჭიპიტი ფერები და მერე ვნახოთ როგორ წავა მისი კარიერა.
ქართული გენი
01 მაისი 2023 15:12
27
საიტის ადმინისტრაციას მივმართავ: ასეთ კომენტარს რატომ ატარებთ უცენზუროდ?! შეურაცხმყოფელი არ არის ვითომ? ან აქ რამდენი ღვარძლიანი, ბოღმით სავსე და არ შემდგარი კაცუნაც რაღაც ნაბოდვარს დაწერს, უნდა წავიკითხოდ და “გავატაროთ”?! კრიტიკა და საღი აზრი მისაღებია, მაგრამ ვითომდა “ფეხბურთის გულშემატკივრების” ასეთი ბოროტი ხუმრობები არა. ეს ერთი მაგალითია იმისა, რატომ ვართ როგორც ერი და ქვეყანა ცუდ დღეში. ჩვენი თავი საუკეთესო გვგონია და სხვებს ვაქილიკებთ. სირცხვილია!!!
გიორგი
01 მაისი 2023 23:54
1
აი ბუა!
!!!
01 მაისი 2023 15:42
5
კვარა გადაღალეს საქართველოში ჩამოსვლით. მისთვის უმჯობესი იყო, მონღოლეთთან ეთამაშა, ვიდრე მანქანის პედალზე ჰქონოდა სულ ფეხი დაჭერილი. ეს ნიშნობა და ვოიაჟები ზაფხულშიც მოესწრებოდა. არ აცლიან ადამიანს გმირობას, რამე რომ იყოს, ზედაც არ შეხედავენ.
irakli
01 მაისი 2023 14:53
10
მოკლედ აურიეს ამ ბიჭს ტვინი. და აი შედეგიც, ვეღარაა ისეთი ადრე რომ იყო.
ბადრი
01 მაისი 2023 16:16
3
ერთხელ ჩამოვიდა და რითი გადაიღალა ნეტავ? ნაკრების თამაშებზეც თუ არ მოვიწვიოთ ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები კარგად ყოფილა საქმე. მეტს იშრომებს მეტ გამოცდილებას მიიღებს და იქნება უკეთესობა, თუ არადა აგერ ინსინიე დაივიწყეს ერთ წელიწადში ნაპოლის ფანებმა
papai
01 მაისი 2023 15:21
2
მართლა გადაღლილია ეტყობა
beqa
01 მაისი 2023 14:31
2
სამწუხაროა, მაგრამ ასეა, კვარს "გადატვირთვა" სჭირდება. ეხლაა საჭირო კარგი დამრიგებელი, როგორც ფეხბურთის ისე ჭკუის!
წარმატებები კვარა!
Tengo
01 მაისი 2023 13:43
5
სპალეტი თავიდან ცდილობდა კვარას როლი მიეჩუმათებინა, რომ სხვა ფეხბურთელების შური დაებალანსებინა. მერე შეეშვა. მერე ჩვენი ვითომ ფანები ვერაფერმა დააოკა, ჩადიან და ბღავიან, ჩადიან და დახვედრები, აქეთ ის გოგო არ ეშვება, იქით ჯუღელის დაბალი მოტივაცია. სიაფანტი ლაურენტისი, იქით კამორა-მამორები და შეიკლეს ბიჭი ხელში. ცოდვაა კვარა და ჯერ ეიფორიაშია, მალე მიხვდება და კალაპოტში ჩადგება. თუ არა, მაშინ შევეგუოთ საშუალოობას და ესაა
xxxxxxx
01 მაისი 2023 17:13
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული