Spazio Napoli: ხელები შორს კვარაცხელიასგან - მან გულშემატკივრები კოსმიურ დონეს მიაჩვია

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლი" "სალერნიტანასთან" ფრეს (1:1) დასჯერდა და საჩემპიონო ზეიმი გადაედო. ზოგიერთმა გულშემატკივარმა ნეაპოლელთა ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. ქართველს ჟურნალისტი ჯუზეპე ესპოზიტო გამოექომაგა, რომელმაც Spazio Napoli-ში წერილი გამოაქვეყნა.

ხელები შორს კვარაცხელიასგან

"სალერნიტანასთან" მწარე საშინაო ფრის შემდეგ, მეორე ტაიმში გამოუყენებელი ორი ხელსაყრელი მომენტის გამო ბევრმა თითი ქართველი მარცხენა გარემარბისკენ გაიშვირა.

ალბათ, ეს ის "კვარა" არაა, რომელიც სეზონის დასაწყისში ყველა გუნდს არაორდინარული ბრწყინვალებითა და არანორმალური სწრაფი მოძრაობებით უტევდა. ამ ეტაპზე მისი რეალიზაციის პროცენტიც დაქვეითდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიტიკას
იმსახურებს.

ეს სწორედ ის ხვიჩაა, რომელმაც "ატალანტას" მთელი დაცვა მოატყუა და ბურთი ცხრიანში გაგზავნა - გოლი, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება. ეს სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც "მარადონაზე" უცნობი მოვიდა და "მონცასთან" დუბლით თავი, როგორც ნამდვილმა ჩემპიონმა, წარმოაჩინა. ის იგივეა, ვინც ცივ გერმანულ საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე კაპიტან დი ლორენცოს ქუსლით საოცნებო საგოლე გადაცემა გაუკეთა.

სეზონის დასაწყისში არავინ ელოდა ასეთ სტარტს მოთამაშისგან, რომელიც გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობდა: სერია A-ში თავის პირველ წელს 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ციფრები თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. მან გულშემატკივრები კოსმიურ დონეს მიაჩვია და ახლა, როდესაც დამქანცავი სეზონის დასასრულს ბუნებრივი ფიზიკური ჩავარდნა აქვს, კრიზისზე ლაპარაკი მართებული არ არის.

ის ამ "ნაპოლის" ერთ-ერთი გმირია, რომელიც ქალაქს 33-წლიანი მოლოდინის შემდეგ ბოლოს და ბოლოს უდიდეს სიხარულს მოუტანს და რაც უნდა მოხდეს, კვარაცხელია სამართლიანად შევა ამ გუნდის ისტორიაში".

მკითხველის კომენტარები / 21 /
ხვიჩას დონის ფეხბურთელებს მწვრთნელებმა უფრო მეტი თავისუფლება უნდა მისცენ ვიდრე ერთ ფლანგს მიაჯაჭვონ და მერე ბურთი დაუგვიანონ
simartle
02 მაისი 2023 02:56
3
ყოველთვის ვწერ და შემდეგაც დავწერ, რომ დროა ხვიჩამ მოხეტიალე ფორვარდი ითამაშოს. იქაა მისი ადგილი, რადგან კარგი დრიბლინგი აქვს და ცენტრში მდგარ ყველა მხარეზე შეუძლია თამაშის გაგრძელება.
ჟორა გაბრიჭიძე
01 მაისი 2023 23:37
2
სეზონის ბოლოა თქვე შობელ ძაღლებო, რაქნას ბიჭმა, მთელი სეზონს ერთ დონეზე ვერავინ თამაშობს, მაგრამ გასაგებია კვარამ იმხელაზე აწია თამასა, რამოდენიმე თამაშის ჩაგდებას არპატიობენ, ეს უკვე კარგია, მიდი კვარა ძაღლი ყეფს ქარავანი მიჰქრის! უბერე ოქროო, ჩვენ ნამდვილი გულშემატკვრები ვტკბებით შენი თამაშით!❤️
ჯიჯი
01 მაისი 2023 22:43
3
წაიკითხეთ ბოლომდე ვრცელი ანალიზია მაგრამ ამომწურავი და არ ინანებთ. ხვიჩას პასს კი აძლევენ მაგრამ პრობლემა ისაა შორ და მოულოდნელ პასს არ აძლევენ.
მაგალითად ბოლო თამაშში ერთადერთი პასი იყო ხვიჩაზე 15 მეტრზე შორ მანძილზე. (ორი იყო, მაგრამ მეორე არ იყო ხვიჩას დრიბლინგზე და შესაძლებლობებზე გათვლილი პასი, არამედ ისე მისცეს როგორც საჯარიმოში მყოფ თავისუფალ მოთამაშეს, კარში დასარტყმელად)
ძირითადად კი ასე ხდება - ცენტრიდან ან მარჯვენა ფლანგიდან, ვიღაცა აძლევს პასს ანგისას, ანგისა მიდის ბურთით მარცხნივ და თან მიჰყავს ის მოწინააღმდეგე რომელიც მას დასდევს. მერე აწვდის მაგალითად ლობოტკას, ლობოტკაც მოძრაობს მარცხნივ, მიჰყავს ის მოწინააღმდეგე რომელიც მას დასდევს და აწვდის ოლივერას უფრო მარცხნივ, ოლივერა მიდის ორ მეტრში ხვიჩასთან თავისი მოწინააღმდეგის მოთამაშიანად და აძლევს პასს ხვიჩას, ლობოტკაც იქვეა, ის ანგისაც და ზელინსკიც თავიანთი ვიზავებიანად,
და ეს ვიზავები ყველა ერთად მიჰყავთ ხვიჩასთან, რომელსაც ისედაც უკვე ჰყავს თავისი ორი მიმაგრებული მცველი, და "აჰა შენ ბურთიო", აწვდიან ხვიჩას. ვუტრირებ, მაგრამ ძირითადად ასე ხდება.
არავითარი სისხარტე, მოულოდნელობა არ არის და პასს აწვდიან მაშინ, როცა ხუთი ექვს მოწინააღმდეგე მარცხენა ფლანგზეა უკვე გადალაგებული ხვიჩასთან,
ზოგი მიყვანილი და ზოგიც ისედაც მარცხენა.
მერე უკვირს ხალხს ხვიჩა უკან რატომ აბრუნებს პასს და რატომ არ მიდის ხშირად გამწვავებაზეო. სად უნდა გაამწვავოს ტყეა მის ირგვლივ.
მარიო რუის შემთხვევაშიც მასე ხდება. ოღონდ მარიო რუი უფრო თავდაჯერებულია და თვითონ აფასებს, და ზოგჯერ გადაჭარბებულად, რომ აღარ ღირს პასის მიცემა, ამოკეტილიაო.
საერთოდ არ ვაფარებ ხელს ამ შემთხვევაში ხვიჩას, რეალურად ასე ხდება.
როდის აკეთებს მომენტებს?! მაშინ როცა შემთხვევით მიდის ბურთი მასთან.
სხვა შემთხვევაში მთელ გუნდს "ხელით" მიაქვს ბურთი მასთან, თავისი მოწინააღმდეგეებიანად.
ამას ჭირდება მწვრთნელი და რაღაცა მონახაზის და ტაქტიკის გაკეთება, რომ ცოტა თავისუფალ მდგომარეობაში მიიღოს ხოლმე ბურთი კვარაცხელიამ და რაღაცა უნდა დაამუშაონ სხარტი და ცოტა შორი პასებისთვის.
თუ მწვრთნელს ეფექტურად უნდა კვარაცხელიას გამოყენება ასე უნდა ქნას და, თუ არ უნდა, მაშინ ქე თამაშობს ამ ალყაში როგორც მოუხერხდება ისე და კიც დაუვარდა სტატები.
რუბინში ეგრე არ იყო. იმ ზონიდან იწყებდა უკვე ხვიჩა სადაც ოლივერა და რუი თამაშობს ნაპოლიში. შესაბამისად მეტი სივრცე ჰქონდა. აქ კიდევ ათი კვადრატული მეტრი აქვს გამოყოფილი, თან სიგრძეზე, 2 მეტრი 5 მეტრზე, და გვერდით ხაზთან, იმის იქეთ რომ გადასულია ბურთი.
ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევი და კიდევ ერთხელ "შევუკურთხე" სპალეტის, რომელიც არ, ან ვერ იყენებს კვარაცხელიას მთელ შესაძლებლობებს მაქსიმალურად, მიმდინარე სეზონის სადღაც შუიდან შეუზღუდა მოქმედება და გააბა ტროლეიბუსის ხაზივით ცენტრის გვერდითი ხაზიდან მეტოქის კუთხურის ალამთან მხოლოდ ეს არი შენი არეალიო ამ ლუზერმა მელოტმა.
მილანთან რომ როსონერის 7 კაცში მარტო ერთი კვარა რო ჩანს ბურთით სურათზე ის შემთხვევა სამოთხეა ხვიჩასთვის იმასთან შედარებით რაც ზემოთ აღვწერე, რადგან იქ, საკუთარი მოთამაშეებიც ჰყავთ დამატებული და საერთოდ გალიაშია.
(ისე კი ძაან მაინტერესებს, ასე როგორ უნდა გაგასწროს მეტოქის კარისკენ მარცხენა ვინგერმა, რომ წამლად ერთი თანაგუნდელი არ ჩანდეს კადრში) მომდევნო სეზონში ძალიან დიდი თავსატეხის წინაშე უნდა დადგეს წესით სპალეტი და რაიმე იმოქმედოს რომ კვარა ოდნავ მაინც გამოათავისუფლებიოს თანაგუნდელებს ამ გალიებიდან თორე ეს კარგს არაფერს მოასწავებს, კვარა კრაიზე მიბმული და მის ირგვლივ მეტოქე მცველების ტყეპარკი.
Anjelo Antei
01 მაისი 2023 23:21
5
ნამდვილად ასეა, შეგნეულად უზღუდავენ მოქმედების არეალს და უგდებენ მას მოთამაშის ავტორიტეტს. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ჩემპიონობა ფაქტიურად გაინაღდეს და ხვიჩას წვლილი გუნდის წარმატებაში არ ჭირდებათ, საკუთარი თავის გამისავლენად.
თბილისელი
01 მაისი 2023 23:56
6
თბილისელი არის მართალი. ახლა კვარა არ სჭირდებათ, ყველა საკუთარ სატრანსფეროზე მუშაობს. კვარამ უკვე გააკეთა საქმე და ახლა მიჩუმათების დროა. სპალეტისაც აწყობს ეს სიტუაცია, მისი რა მიდის - ჩემპიონობა არის. მომდევნო წელს კვარა ძალიან დიდ უმადურობაში იქნება.
k
02 მაისი 2023 06:23
1
კიდევ კარგი კვარა არ იყო ოსიმენის ადგილზე,, ფეხებში რომ გაუძვრინეს ბურთი და ნაპოლის გოლი გაუტანეს თორე მერე გენახათ რეებს დაწერდნენ კვარაზე!
თემური
01 მაისი 2023 22:45
3
ეტყობა ფეხბურთის ქალღმერთ ნიკეს, გადაწყვეტილი აქვს, რომ ნაპოლის პირველივე ტურიდან ვინც დააწყებინა პირველადგილოსნობა, ზუსტად მაგათ უნდა მოუტანონ საჩემპიონო გოლიც და ჩემპიონობაც, ანუ ხვიჩამ და ოსიმ.
დიდება ხვიჩას, დიდება საქართველოს!
მალხაზ ჯობავა
01 მაისი 2023 23:30
3
ბრაავოოო
კახა
01 მაისი 2023 21:38
3
კვარა❤️
მარი
01 მაისი 2023 21:48
2
აი სტატია და პასუხი რეალური ყველაფერზე, ბრავოოო!! მაგრამ მე მჯერა საჩემპიონო გოლს გაიტანს კვარა
აჩი
01 მაისი 2023 22:28
2
ჯუზეპე ესპოზიტო: კაცი ყოფილხარ კაცური. კვარას ვინც შენიშვნებს აძლევს - ტელესერიალებს უყუროს ვურჩევ. ვინც სპორტსმენი არ ყოფილა, ვერასოდეს ვერ გაიგებს ერთ ჭეშმარიტებას: სპორტში მოგება - წაგება ტყუპი ძმებივით არიან და ვინც იგებს, ის როდესღაც აგებს! და ა.შ.... კვარას კი თავისი სახელიდან გამომდინარე - გაბრწყინებას ვუსურვებ იტალიაშიც და საქართველოშიც!
ვაჟა მასწავლებელი
01 მაისი 2023 22:27
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული