"მარადონასი არაფერი სცხია, 10 ნომრიანი მაისური ამის გამო უნდა მისცეთ" - იტალიელი ჟურნალისტის განცხადება

AutoSharing Option
Corriere dello Sport-თან ინტერვიუს მსვლელობისას ჟურნალისტმა ალესანდრო ბარბანომ განაცხადა, რომ ხვიჩას 10 ნომრიანი მაისური უნდა გადასცენ.

"მოდი მივცეთ კვარაცხელიას 10 ნომრიანი მაისური. ეს იდეა არ მოდის შედარების გამო, უბრალოდ ქალაქისა და სიყვარულიდან გამომდინარე. ხვიჩას მარადონასი ბევრი არაფერი სცხია, ვგულისხმობ ფიზიკას, მარცხენა ფეხით თამაშს, არც სტილს, თუმცა მისი ორიგინალური, ვირტუოზული მანევრები აოცებს ხალხს, გულშემატკივრებს, რითაც ნეაპოლური სილამაზის სახე გახდა.

"კვარას" სკუდეტოს მომგებ გენიოსად ვაღიარებ, მან წარმოუდგენელი ემოციები გვაჩუქა. მიეცით მას 10 ნომრიანი მაისური, რომელიც ისეთივე ღირებული იქნება, როგორიც საქორწინო ბეჭედი" -
განაცხადა ბარბანომ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თამაშობს კაცი თავის არჩეული ნომრით და დაანებეთ რა თავი ამ 10 ნომრიან მაისურს.არ შეიყვეს თითი.
კახა ქ.
08:42 09-05-2023
2
მშვენიერი ნომერი აქვს,რას ერჩით,თანაც იღბლიანი გამოდგა.მარადონას კი თავი დაანებეთ რა,მსოფლიო ლეგენდააა
ლუკა
22:09 08-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული