goal.com-მა, ბოლო თვის მონაცემების მიხედვით, "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ერთი პოზიციით დაქვეითდა და მერვე ადგილზეა.
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ბოლოს მეშვიდე პოზიციაზე იყო
16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა 2022/23 წლების სეზონში სერია A-ში
"კვარადონა" უკვე იმ ფორმაში არაა, როგორშიც სეზონის დასაწყისში იყო, მაგრამ "ნაპოლის" ფანებისთვის ეს სულერთია, რამეთუ 1990 წლის შემდეგ სკუდეტოს პირველად მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ქართველი გარემარბი ამ სეზონში ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და კონტინენტის ნებისმიერი მცველისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მეტოქედ
რჩება", - წერს გამოცემა.
"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:
1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ვინისიუსი (რეალი)
5 ქარიმ ბენზემა (რეალი)
6. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
8. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
9. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
10. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნიტედი)