Geo Team: ბრიტანული კლუბი მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, "აბერდინი" მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოტლანდიური გუნდი ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობს და "გენტიდან" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვთ. თავის მხრივ, ბელგიური კლუბი "ჩაკვეს" სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს.

"აბერდინი" შოტლანდიის პრემიერ ლიგაში 53 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ამ ზაფხულს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე იჯარის წესით "სლოვანის" ღირსებას იცავს, 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სლოვაკური გუნდის მაისურით 42 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით
გამოიჩინა.

altსად ითამაშებს ჩაკვეტაძე - თბილისის "დინამო", როგორც მოკლევადიანი გამოსავალი?!

მკითხველის კომენტარები / 40 /
რა შოტლანდია, იმია იქაური თამაშები, ისეთი შეჯახებებია ამერიკული ფეხბურთი ეგონება კაცს. არ ღირს მანდ გადასვლა, სხვა ფიზიკაა მაგისთვის საჭირო
zura
11 მაისი 2023 23:40
5
ლაურენტისს მივაწოდოთ იდეა, რომ ჩაკვე შეიძინოს!
დო მაჟორი
11 მაისი 2023 22:55
2
კაცს თვითონ არ უნდა თამაში. ორი წელია ფიზიკა ვერ ამოქაჩა. ჰამბურგზე უკეთესი ტრამპლინი რომელი მოიძებნება? ვარჯიშზე რომ ბოლომდე არ იხარჯება იმ ფეხბურთელს დღეს ყველგან გაუჭირდება. არადა რა მაგრად იწყებდა
ირაკლი ქუთაისელი
11 მაისი 2023 22:45
16
ვიღაცამ მაგრად მოგატყუა ვარჯიშზე არ იხარჯება ან ფიზიკურად სუსტიაო. ერთ წელიწადში ვისაუბროთ!!!
ნუგზარი
11 მაისი 2023 23:58
4
მხოლოდ კვარას კი არა, მესისა და მბაპეს ერთად აღებულს სჯობია
რუსთავს
11 მაისი 2023 22:11
20
გაზრდილხარ კარგია,ოღონდ ყურნა კი ხარ ისე…
რუსთავ-ს
12 მაისი 2023 15:12
0
რანაირი ნათესავია შენი ძმა?
კვარა
11 მაისი 2023 23:02
2
რა სლოვანი, რა აბერდინი
ზაქრო
11 მაისი 2023 22:09
1
მეგობრებო შოტლანდიის ჩემპიონატს ბოლოს როდის უყურეთ? ის დრო აღარაა ჰენრიკ ლარსონი რო დაფრინავდა და სელტიკი და რეინჯერსი რეალს და მანჩესტერს ართმევდნენ ქულებს.
საშინლად დაეცა მაგ ჩემპიონატის დონე.
ძალიან მენანება ჩაკვე აბერდინისთვის.
Superman
11 მაისი 2023 21:56
5
Britanul fexburts tu gaudzlo fizikurad chatvalet 1 welshi magar gundshi gadava.
Givi
11 მაისი 2023 21:30
1
სწორედაც რომ თუ!შოტლანდია,ჩემთვის დაახლოებით ჰამბურგში რომ იყო,იგივეა და არარ მინდა ასეთ გუნდში აღმოჩნდეს.ჰამბურგში,ჩაკვეს ერთადერთი საზრუნავი ის იყო,როგორმე თავი ან ფეხი არ მოეტეხა.მცველები ბურთს კი არ უყურებდნენ,არამედ პირდაპირ კაცზე მიდიოდნენ,დასაჯახებლად.ფეხბურთელები კი არა,ჯიხვების არვეები გამოდიოდა მინდორზე.ტექნიკურ ფეხბურთელს,ასეთ ლიგაში,არაფერი ესაქმება,თუ ფიზიკურადაც მძლავრი არ არის.
სოსო
11 მაისი 2023 22:26
3
არ მგონია კარგი მიმართულებას. სლოვაკეთს რითი ჯობია აბერდინი?
გუსანი
11 მაისი 2023 21:26
9
ნეტა გამოვიდეს. ერთი ხელის გაწვდენაზეა მერე, პრემიერ ლიგა. გიოო, მოგვანატრე თავი. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და მინდა მაგრად მიაწვე, პირველ რიგში საკუთარ თავს.
100%
11 მაისი 2023 21:22
5
აბერდინი არა კილმანროლი, გერმანია, იტალია ესპანეთი, ამ ქვეყნებში საშუალო დონის გუნდი უნდა მოუძებნოს აგენტმა
lex
11 მაისი 2023 21:19
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული