პრემიერლიგის სამი კლუბის წარმომადგენლები მამარდაშვილის არცერთ თამაშს არ აცდენენ

AutoSharing Option
უკვე ყოველ კვირას ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფინანსურ კრიზისში მყოფი "ვალენსია" მეკარე გიორგი მამარდაშვილს გაასხვისებს. eldesmarque-ს ცნობით, "მესტალიაზე" ქართველის თამაშს მუდმივად აკვირდებიან პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლები.

გამოცემის მტკიცებით, მამარდაშვილი და იუნუს მუსა ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელები არიან, თითქმის ყველა ინგლისური კლუბის აგენტი დაესწრო "ღამურების" მატჩებს, მათ შორის "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულის" და "არსენალის", თუმცა არის სამი კლუბი, რომლის სკაუტები არცერთ შეხვედრას არ აცდენენ: "ლესტერი", "ვესტ ჰემი" და "კრისტალ პალასი" და ლამის გუნდის ფანებად გადაიქცნენ.

ეს სამივე კლუბი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია, მაგრამ ეკონომიკური შესაძლებლობებიდან
გამომდინარე, ტრანსფერების გაჩარხვა შეუძლიათ. როგორც მამარდაშვილის, ასევე მუსას კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გამოცემა eldesmarque-ს თუ ასეთი დამცველები ყავდა არ მეგონა.D
ტტტ
12 მაისი 2023 17:26
0
მამარდაში და ზოგადად მეკარეში 100 მილიონს არავინ გადაიხდის,მითუმეტეს კრისტალ პალასი,ლესტერი და მსგავსი კლუბები.
მეზღვაური
12 მაისი 2023 13:24
0
ხან 25 მილიონიო ახლა 100-იო თქვენ თითონ არ იცით რას წერთ.
ტტტ
12 მაისი 2023 00:54
2
გამოსასყიდი არის 100 მილიონი და არა ფასი, თვითონ არ იცი რას წერ
ტტტრრრრრრრრრრრ
12 მაისი 2023 15:10
1
100 მილიონი კონტრაქტში უწერია გამოსასყიდი. ეგ ნიშნავს იმას რომ ვალენსიას ეხლა კაი დროება რომ ედგას და არ აპირებდეს გაყიდვას ,დაკავშირების შემთხვევაში ,ასი მილიონი რომ შესთავაზონ,ვალენსია ვეღარ დაბლოკავს ტრანსფერს.,მაგრამ ამ შემთხვევაში როცა თვითონ გუნდს სურს ფეხბურთელის გაყიდვა,იგივე ფინანსური კრიზის გამო,რათქმაუნდა გაცილებით ნაკლებს დათანხმდება,იმიტომ რომ ეხლა მამარდაში არავინ გადაიხდის ას მილიონს.
დავითი
12 მაისი 2023 14:44
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული