ჩაკვეტაძე ავსტრიაში? - სახელოვანი გუნდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

AutoSharing Option
Het Nieuwsblad-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით "აბერდინთან" ერთად ავსტრიული ვენის "რაპიდიცაა" დაინტერესებული.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, ორივე გუნდი ქართველ ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა მხოლოდ მის იჯარაზე ფიქრობს.

23 წლის ფეხბურთელს "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, (ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ამ ზაფხულს იწურება) ავსტრიულ და შოტლანდიურ კლუბებს კი ბელგიელთა მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ შეუძლიათ.

მოგეხსენებათ, "რაპიდის" ღირსებას წარსულში გიორგი ქვილითაია იცავდა. ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, ვენური გუნდი საჩემპიონო ჯგუფში მე-4 ადგილზეა და დიდი ალბათობით, კონფერენს ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ჩაკვეტაძე ამჟამად იჯარით
"სლოვანში" თამაშობს, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით, დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
4-წელი გენტის საკუთრებაა და კიდევ სამი დარჩა? 2026-მდე?! ბარემ მუდმივი კონტრაქტი გაეფორმებინათ...ყოჩაღ აგენტებს...
romandro
15:59 12-05-2023
1
კარგი, აგენტი როგორიც ყავს ცხადია. თვითონ ჭკუა არ ქონდა მაგდენი? იტყვით 19 წლის იყოო, პატარაო, ჯერ ეგ ერთი 19 წლის ახალგაზრდა ბავშვი არ არის რომ ვარ აცნობიერებდეს რას აკეთებს და მეორეც, ზრდასრული პატრონი და გულშემატკივარი არავინ ყავდა გარშემო?! რა ხუთწლიანი კონტრაქტი, აზროვნებდა საერთოდ? სხვა ვარიანტი არ ქონდა დავიჯერო?! ან თუ გენტის დონის გუნდის 5 წლიანი კაბალის გარდა არაფერი ჩანდა, დარჩენილიყო დინამოში კიდევ ერთი წელი, ნაკრებში თავის გამოჩენის პრობლემა მაგას არ ქონდა და აუცილებლად გამოჩდებოდა ნორმალური ვარიანტი. მაგის აგენტს კი საერთოდ არავინ უნდა გაეკაროს ამის მერე!
არტ
18:57 12-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული