"გიომ ეს პირადად მითხრა, ხელმძღვანელობას ვთხოვე... - ვაისმა ჩაკვეტაძის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა კლუბის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი გიორგი ჩაკვეტაძის თემასაც შეეხო, რომლის მომავალზეც ბოლო პერიოდში ახალი ინფორმაციები ვრცელდება.

ვაისმა აღნიშნა, რომ 23 წლის ჩვენებურს ბრატისლავურ გუნდში დარჩენა სურს და ეს მას პირადად უთხრა. მისივე თქმით, ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ქართველი შეინარჩუნონ, იქნება ეს იჯარა, გამოსყიდვის უფლებით თუ ჭკვიანური კონტრაქტი. 

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და ის სლოვაკურ გუნდში იჯარის წესით თამაშობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგის დამატებით ავსტრიული ვენის
"რაპიდი" და შოტლანდიური "აბერდინია" დაინტერესებული.

altჩაკვეტაძე ავსტრიაში? - სახელოვანი გუნდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

მკითხველის კომენტარები / 16 /
ვაისმა ამ სეზონში უფრო მეტი თამაში ათამაშა ჩაკვე ძირითადში და სკამიდან ვიდრე ბოლო 3 წლის მანძილზე ქონდა ნათამაშები ერთად მიყვანა გუნდში ფეხბურთელი რომელიც 2 წელი იყო ტრამვირებული და ერთი წელი ფაქტიურად უპრაქტიკოდ იყო გენტში იყო არ ქონდა პრაქტიკა მერე ჰამბურგში წავიდა იმ მწვრთნელმა 3-4 მატჩი ათამაშა ძირითადში და ისიც სკამიდან უშვებდა და საბოლოდ იმანაც სკამზე დასვა და ბიჭის კარიერა მიდიოდა უკვე დასრულებისკენ ვაისმა წაიყვანა დაყენა ძირითადში ენდო და აშკარად იმ ყველაფრიდან გამომდინარე რაც იყო ჩაკვეს წარსულში დღეს გაცილებით უკეთესია ფიზიკურადაც ინდივიდუალურადაც და სხვა სათამაშო კომპონენტებითაც ვიდრე იყო შარშან და შარშან წინ და სავსებით ბუნებრივია რომ სლოანში დარჩენა უნდა ამ სეონში არ ქონია ის თამაში და შედეგი რომ კარგმა გუნდებმა და კარგი ლიგების ბინადარმა კლუბებმა წაიყვანონ და ძირითადში დაყენონ და ჯობია დარჩეს და შემდეგ სეზონში ევროტურნირებზეც და შიდა ჩემპიონატში აჩვენოს ის თამაში და ის შედეგი რაც მას შეუძლია და კარგი გუნდებიდან თავისთავად მოვა მერე შემოთავაზებები თუ ჩაკვე გაიბრწყინებს ძველებურად ეს სეზონი მაინც ემსახურებოდა იმას რომ ჩაკვეს ფორმა აღედგინა ფიზიკურად მოძლიერებულიყო და სათამაშო ტონუსი დაებრუნებინა.
gela
19:39 14-05-2023
0
ამ კაცს გენტი მიუსაჯეს რომ იტყვიან. კაცს სძულს უკვე იქაურობა!
ლაშა
21:00 14-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული