შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით დაიწყო. მე-7 წუთზე გიორგი მამარდაშვილის დაწყებულ შეტევას ჯასტინ კლუივერტის გოლი მოჰყვა და "ღამურები" დაწინაურდნენ.
გაშვებული გოლის შემდეგ "სელტა" გააქტიურდა, 22-ე წუთზე კარლეს პერესის შორეული დარტყმა "მამარდამ" მოიგერია.
მეორე ტაიმი ვიგოელთა უპირატესობით წარიმართა, 50-ე წუთზე ჰარის სეფეროვიჩმა კარში ბურთი ზუსტად გადაგზავნა, თუმცა "ვალენსია" კვლავ ქართველმა მეკარემ გადაარჩინა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. მე-60 წუთზე ბელტრანის ჩაწოდებულ კუთხურს სეფეროვიჩის უზადო თავური დარტყმა მოჰყვა და მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. 88-ე წუთზე დიმიტრი ფულკიეს პასით "ღამურების" 21 წლის ნახევარმცველმა ალბერტო მარიმ ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ამრიგად, "ვალენსია" 37 ქულით მე-14 ადგილს იკავებს, რუბენ ბარახას გუნდი მომდევნო მატჩს 21 მაისს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავს.
ვიგო. "ესტასდიო ბალაიდოსი". 14,517 მაყურებელი
სელტა - ვალენსია 1:2
გოლები: 0:1 კლუივერტი (7), 1:1 სეფეროვიჩი (60), 1:2 მარი (88)
პრემიერლიგის სამი კლუბის წარმომადგენლები მამარდაშვილის არცერთ თამაშს არ აცდენენ