კვარაცხელიას ერთი ტაიმი და "ნაპოლის" მარცხი "მონცასთან"

AutoSharing Option
სერია A-ს 35-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „მონცასთან“ 0:2 დამარცხდა.

ამ მატჩს ნეაპოლელთათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია ისევ არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში და 46-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

ნაკლებად სანახაობრივ პირველ ტაიმში მასპინძლები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ და მოტას გოლით დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ გოლინის კარი პეტანიამ დალაშქრა და „მონცა“ 2:0 გავიდა წინ. მალე მესამე გოლისგან „ნაპოლი“ გოლინიმ იხსნა. აქედან მოყოლებული სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ, მსაჯმა ორ ეპიზოდში პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია, კვარაცხელიას დარტყმულ ბურთს მეკარე გრეგორიო დაეუფლა, ზილენსკიმ
შანსი ვერ გამოიყენა და "ნაპილიმ" სეზონში მეოთხე მარცხი განიცადა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 21 მაისს სახლში „ინტერთან“ გამართავს და როგორც სპალეტიმ თქვა, სულ სხვა თერთმეტეულით დაიწყებს თამაშს, ალბათ, ოპტიმალური იგულისხმა.

მონცა. „ბრიანტეო“

მონცა - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 მოტა (18), 2:0 პეტანია (54)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამათმა ფეხბურთის თამაშს საერთოდ დაანებეს თავი. გასაგებია რომ ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ არ შეიძლება ეგრე დაკიდება. გულშემატკივარს მაინც სცენ პატივი.
0
კარგით რა, ასეთი დაძაბული დამღლელი სეზონის მერე, თან არც დაუსვენია ხვიჩას სხვებისგან განსხვავებით! შეაკლას თავი მოგებულ სკუდეტოს, იმიტომ რომ აქ ვიღაცეებს მისი გოლები მოენატრათ? იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ამ გადაღლილზე ღმერთმა არ ქნას ტრამვა მიიღოს ამ გადაღლილზე? დაანებეთ რა ამ ბიჭს თავი, ორი უმნიშვნელოვანესი სანაკრებო თამაში გვაქვს კარზე მომდგარი და ხვიჩაა ჩვენი ლიდერი. წარმატებები ხვიჩა!
არტ
00:52 15-05-2023
2

სიახლეები პოპულარული