სპალეტი: კვარაცხელია შეტევაში სტრატოსფერულია, მაგრამ...

AutoSharing Option
"მონცასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

"ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია -  როდესაც მეტოქე დაწინაურდება, ბურთის დაჭერა და დომინირება გვიჭირს. წაგება ყოველთვის იწვევს მცირე გაღიზიანებას. პროფესიონლი მაშინ ხარ, თუ მუდამ მაღალ დონეზე ირჯები და არა იმიტომ, ხელფასს გიხდიან.

ჩვენ ვიცით კვარაცხელიას დონე, თუ სწორ პოზიციაზეა, მეტოქის ნახევარზე თამაში ძალიან კარგად ეხერხება, სხვებს სივრცეებს უთავისუფლებს და უადვილებს საქმეს. ძალიან სასარგებლოა, კარში ხშირად ურტყამს. ბურთის ფლობის ასპექტში შესანიშნავია, მისი ყველას ეშინია, მეტოქე
მინიმუმ ორი მცველით უნდა მეურვეობდეს. სტრატოსფერულია, მაგრამ დაცვით ფაზაში თამაშის გაუმჯობესება სჭირდება.

გასულ წელს ჯუნტოლის შტაბმა ბოლო მომენტში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოძებნა. ბიჭები ბრწყინვალე სეზონისთვის უნდა შევაქო. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ დაგეგმონ სეზონი და როგორ განახორციელონ საჭირო ტრანსფერები".

მკითხველის კომენტარები / 32 /
საინტერესო ამონარიდი ხვიჩას ჩავარდნაზე ერთერთი ქართული სპორტ ფორუმიდან.
დამცინებენ, მაგრამ მე ცოლის მოყვანა უდიდესი ფაქტორი მგონია თან ისეთის, რომელთანაც არ გიცხოვრია ქორწინებამდე (ხვიჩა ღრმად რელიგიური ტიპია და ეს გასაგებია) არ დაიწყოთ უაზრო პრეტენზიები ზაფხულში წაეყვანა, რა ეჩქარებოდათ? კი არ გაიქცეოდა ეგ გოგო ხვიჩასგან თან სულ სხვა სიმღერა მესმოდა, და ამიტომ ვწერ, რომ არ ჩქარობდნენ, იმას თითქოს სამედიცინოს დამთავრება უნდოდა, ამას კარიერის აწყობა და ბახ უცებ მოულოდნელი იყო. ჩემი საქმე ნამდვილად არ არის ხვიჩას პირადი ცხოვრება, მაგრამ ეს უდიდეს გავლენას ახდენს განწყობაზე. გოგო იმედია ნელი დოროყაევას არ ჩართავს არ ჩანს ეგეთი სწერვა კარგი ბავშვია თითქოს.
Anjelo Antei
15 მაისი 2023 02:36
10
Სპალეტი არის ერთფეროვანი, რისკის გარეშე, ერთ ტაქტიკიანი მწრთვნელი... Შეისწავლიან მის გუნდს და ამიტომაც ამ დრომდე არ ღირსებია იტალიაში ჩემპიონობა (ხვიჩა რომ არა არც ეღირსებოდა!) მილიონი წარმატება ჩვენს კვარას... Წინ საქართველოსთვის...
Მახვში
15 მაისი 2023 00:51
0
ეს უკვე თავხედობაა!!! პირიქით, ისე უნდა მოახერხოთ, რომ გუნდის მთავრა მარგალიტს, ტვინს და ფანტაზიას შავი საქმის კეთება არ სჭირდებოდეს! და პლუს მაგას "მიბმული" არ უნდა იყოს იმ მარცხენა ფლანგზე. ასეთ ფეხბურთელებს თავისუფლება თუ არ მიეცი, ვერ გაიფურჩქნება ბოლომდე. ამიტმ (პარადოქსულად_ სჯობდა მაცონე ლიპის. ბაჯოს რომ ვერ მოუძებნი ადგილს და მესის დაცვაში თამაშს თხოვ, დავაი დასვიდანია
რეზო
15 მაისი 2023 00:32
1
და რა თქვა ეხლა ასეთი ამ კაცმა... დაცვითი ფუნქცია მინდა რომ უკეთესი ქონდესო, ეს თქვა... დი ლორენცოსავით უნდა ითამაშოს დაცვაშიო ხომ არ უთქვამს... და ასეცაა... კვარა თუ დაცვით ფუნქციებს გააუმჯობესებს, უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი იქნება და უფრო მაგარი გახდება
ქუთაისი
15 მაისი 2023 00:14
20
კვარა უკვე ფეხბურთელია და თანაც დიდი ფეხბურთელი!!!
ამას დანახვა უნდა!
ბესო შიოშვილი
15 მაისი 2023 01:19
4
სპალეტი რა ქლიავიცაა ზენიტში როცა იყო მაშინაც ჩანდა. მგონი შემდეგ თამაშებში კვარას "აუტჩიკად" დააყენებს. ისე ჩვენში დარჩეს და ნიგერიის პრეზიდენტის ნაქები უჩა ოსიმჰენი მგონი არ იყო მოედანზე სანამ ხვიჩა არ გამოვიდა მე-2 ტაიმში.
სპალეტი კი მომავალ სეზონში 5-7 თამაშის მერე - პენსიაზე გაძუნძულდება. ასე იქნება ეს!
ვაჟა მასწ.
15 მაისი 2023 00:10
2
პირველ ტაიმში როგორი შემადგენლობაც დააყენა ის შედეგი აჩვენა, გამახსენდა ჩვენი ნაკრების პირველი ტაიმის შემადგენლობა, ამ მწვრთნელებს ცოტა ეშლებათ, ხვიჩაზე შენიშვნა უადგილო იყო. ოსიმენმა რა გაუკეთა, ხვიჩას,რომ ორი ტაიმი ეთამაშა ერთ გოლს აუცილებლად გაიტანდა.
გური
14 მაისი 2023 23:38
3
დი ლორენცო, რაჰმანი, კიმ მინ ჯე და მარიო რუი (ან ოლივერა)? დოღის ცხენი ხომ არაა ხვიჩიკო?! პრობლემა მისი ბურთებით მოუმარაგებლობაა და ამის არ დანახვა როგორ შეიძლება?
ლაშა
14 მაისი 2023 23:37
3
მეორე წრეში გუნდის ჩავარდნა, სრულად სპალეტის ბრალია. საოცრება მოხდა და ჩემპიონია ნაპოლი ამით ნუ გაბლატავდი, საოცრება ამ წელს მოხდა...........
სიმართლე
14 მაისი 2023 23:07
4
ეს ტლოპინა ხოარ გამ.....ა მტლად.მცველიაა არაა სჰემტევიაა იუზგარ.
xishnika
14 მაისი 2023 23:05
4
კარებში დააყენოს იქნებ მერეტსაც აჯობოს. აქ ჩვენ ახალგაზდულშიც ვათამაშოდ და მერე კალათბურთში მსოლფლიოზეც გავაგზავნოთ. ხოკეის ნაკრებიც შეგვიქმნეს და მერე ხოკეიც ვასწავლოთ. ამ კაცმა რა ჩაიხვია დაცვაზე, ჯერ ვერ გაერკვა რომ დამცველი არ არის ხვიჩა?
G.LA
14 მაისი 2023 22:20
4
1978 წლის,არგენტინის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა და საუკეთესო ბომბარდირმა,მარიო კემპესმა,პლეი ოფის ერთერთ მატჩში,მხოლოდ დაცვას კი არ ეხმარებოდა,ცხრიანში დარტყმული ბურთი,ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია(მაშინ ამაზე, წითელი ბარათით არ სჯიდნენ)დანიშნული პენალტი კი,მეკარემ მოიგერია და არგენტინის ნაკრებმა გაიმარჯვა.როცა მოედანზე ხარ,რაც გუნდს სჭირდება,ყველაფერი უნდა გააკეთო და ამის გაკეთება,რაც უკეთ შეგიძლია,მით უკეთესი ფეხბურთელი ხარ.
ამ ზაფხულს,ორწლიანი მუდმივი თამაშის შემდეგ,როგორც იქნა დაისვენებს,მერე გუნდთან ერთად სრულფასოვან მოსამზადებელ პერიოდს ჩაატარებს და დარწმუნებული ვარ,მათ შორის,დაცვითი ფუნქციების შესრულების და ფიზიკური მომზადების,თავით თამაშის გაუმჯობესებაზეც ბევრს ამუშავებენ მწვრთნელები.ეს კი,მას,გაცილებით უკეთეს და მრავალმხრივ ფეხბურთელად გადააქცევს.ტყუილად არ ამბობენ სპეციალისტები,ხვიჩას ტალანტს,ჯერჯერობით ჭერი არ უჩანსო.
სოსო
15 მაისი 2023 12:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული