სპალეტი: კვარაცხელია შეტევაში სტრატოსფერულია, მაგრამ...

AutoSharing Option
"მონცასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

"ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია -  როდესაც მეტოქე დაწინაურდება, ბურთის დაჭერა და დომინირება გვიჭირს. წაგება ყოველთვის იწვევს მცირე გაღიზიანებას. პროფესიონლი მაშინ ხარ, თუ მუდამ მაღალ დონეზე ირჯები და არა იმიტომ, ხელფასს გიხდიან.

ჩვენ ვიცით კვარაცხელიას დონე, თუ სწორ პოზიციაზეა, მეტოქის ნახევარზე თამაში ძალიან კარგად ეხერხება, სხვებს სივრცეებს უთავისუფლებს და უადვილებს საქმეს. ძალიან სასარგებლოა, კარში ხშირად ურტყამს. ბურთის ფლობის ასპექტში შესანიშნავია, მისი ყველას ეშინია, მეტოქე
მინიმუმ ორი მცველით უნდა მეურვეობდეს. სტრატოსფერულია, მაგრამ დაცვით ფაზაში თამაშის გაუმჯობესება სჭირდება.

გასულ წელს ჯუნტოლის შტაბმა ბოლო მომენტში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოძებნა. ბიჭები ბრწყინვალე სეზონისთვის უნდა შევაქო. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ დაგეგმონ სეზონი და როგორ განახორციელონ საჭირო ტრანსფერები".

მკითხველის კომენტარები / 32 /
აი მიტომ ხარ ლუზერი მწვრთნელი, რომ თანაგუნდელებს უთავისუფლებს სივრცეს და არა პირიქით თანაგუნდელები მას, რა უნდა კვარასნაირ გაქანების ფეხბურთელს აუტის ხაზთან მიჭაჭვული, ის კონტრშეტევის გამოკლებით სულ საჯარიმოს გარშემო უნდა ტრიალებდეს იმიტომ რომ კვარას მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი აქ არის. მაგრამ როგორც ჩანს ამ ხისთავიან მელოტს ლოზანო და პოლიტანო მართლა კვარას დონის იგროკები გონია, ხვიჩა როცა აუტის ხაზთან მცველებს იწებებს იქეთ სივრცეში პოლიტანო და ლოზანო გაიჯეჯილებენო, მაგრამ სივრცეშიც იგივე "ხეები" არიან როგორც უსივრცოდ და კვარა თამაშში მაინც გამოკეტილი რჩება. ანუ ამ ტაქტიკის ხეირი თითქმის ნული კვარა კი "გალიებში". იმის მაგივრად გუნდი კვარაზე ააწყოს კიდევ თავის ჯიუტ ახირებულ მიდგომას არ ცვლის. სპალეტიმ მომდევნო სეზონშიც კიდევ თუ იგივე მიდგომა გააგრძელა რაც მთელი მეორე წრეა, ხვიჩას ძალიან გაუჭირდება სტატების დადება და შესაბამისად რეგალიების მიღება.
Charley
14 მაისი 2023 21:48
2
ხვედელიძე! დაცვას მიხედე,დაცვას...
1408
14 მაისი 2023 21:45
0
ამას ვინმემ 'ფეოლა' ხომ არ აყურებინა??
ალექს
14 მაისი 2023 21:45
0
რაღაც... მგონი ფეოლას პონტია, ხვედელიძე.........
rigiti
14 მაისი 2023 21:43
0
ეს გაფუჭებს კვარას მომავალ სეზონში, რა დაცვა ხო არ გამოს... მთლად, ხვიჩასგან ასე არ უნდა ითხოვდეს დაცვაში თამაშს, სპალეტი გამოაშტერებს მთიანად გუნდს მომავალ სეზონში და ვერც შევლენ ოთხეულში, ამას მართლა მაგარი მწვრთნელი გონია თავი, ერთი ადგილი უკოცნე ხვიჩას, რო სერია ა მოგაგებინა სიბერეში
გოგა
14 მაისი 2023 21:32
3
სპალეტი რა გაუხურე ამ ბიჭს საქმე 90 წუთი წინდა უკან ხოარ ირბენს, როცა საჭიროა ჩამოდის და ეხმარება დაცვას. დაცვა დაცვა დაცვა ამოვიდა ყელში.
გიგა
14 მაისი 2023 21:16
0
ხვიჩასგან საერთაშორისო კლასის მცველს ვერ გამოიყვანთ სპალეტი!!...რაც დროზე მიხვდებით უკეთესი იქნება თქვენთვის!!...
კობა
14 მაისი 2023 21:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული