სპალეტი: კვარაცხელია შეტევაში სტრატოსფერულია, მაგრამ...

AutoSharing Option
"მონცასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

"ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია -  როდესაც მეტოქე დაწინაურდება, ბურთის დაჭერა და დომინირება გვიჭირს. წაგება ყოველთვის იწვევს მცირე გაღიზიანებას. პროფესიონლი მაშინ ხარ, თუ მუდამ მაღალ დონეზე ირჯები და არა იმიტომ, ხელფასს გიხდიან.

ჩვენ ვიცით კვარაცხელიას დონე, თუ სწორ პოზიციაზეა, მეტოქის ნახევარზე თამაში ძალიან კარგად ეხერხება, სხვებს სივრცეებს უთავისუფლებს და უადვილებს საქმეს. ძალიან სასარგებლოა, კარში ხშირად ურტყამს. ბურთის ფლობის ასპექტში შესანიშნავია, მისი ყველას ეშინია, მეტოქე
მინიმუმ ორი მცველით უნდა მეურვეობდეს. სტრატოსფერულია, მაგრამ დაცვით ფაზაში თამაშის გაუმჯობესება სჭირდება.

გასულ წელს ჯუნტოლის შტაბმა ბოლო მომენტში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოძებნა. ბიჭები ბრწყინვალე სეზონისთვის უნდა შევაქო. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ დაგეგმონ სეზონი და როგორ განახორციელონ საჭირო ტრანსფერები".

მკითხველის კომენტარები / 32 /
მესხისთვის რომ დაცვა დაევალებინათ,უფრო მეტიც,პელესთვი ან მარადონასთვი ეთქვათ დაცვის ფუნქციები გააუმჯობესეთო და წინდა უკან {მაპატიონ მათმა სულებმა}მავთულზე გაბმული ძაღლებივით ერბინათ,არც მესხი იქნებოდა მესხი,არც პეპლე,პელე და არც მარადონა,მარადონა,ჩვეულებრივი რიგითი ფეხბურთელები იქნებოდნენ,აქეთკენ მიყავს სპალეტის ხვიჩა,მთელი მეორე წრე აი ასე ჩაკეტილში ჰყავს სპალეტის კვარა და სურვილიც კი არა აქვს მისცეს საშვალება ხვიჩამ თავისი ფეხბურთი ითამაშოს.
თერჯოლელი
15 მაისი 2023 08:58
2
კვარამ პირველივე სეზონში მოიგო სკუდეტო. ის მეგავარსკვლავია. ნაპოლიში ამის აღქმა არა აქვთ. ჰგონიათ სკუდეტოს ისედაც მოიგებენ. არადა სპალეტის ოცი წლის მანძილზე არ ღირსებია ეს. ზელინსკი მერვე წელია სერია აშია და არც მას ღირსებია და არც არავის მანდ. გუნდში ერთადერთი ჩემპიონია და მან ყველა გააჩემპიონა. თუ არაბებმა მილიონები არ დაიშურეს, ლაურენტისი წელსვე შეელევა კვარას, დიდ გუნდებში კი ზუსტად იციან, რომ ნაპოლი კიდევ 30 წელი ვერ გახდება ჩემპიონი, გუნდში არსებული არაჯანსაღი ვითარების გამო კი კვარას ფორმა და ფასიც დაეცემა და მაშინ სიამოვნებით იყიდიან. კვარას ეშველება და მეგავარსკვლავია მეგაგუნდში მოხვდება, ნაპოლი კი დარჩება სოფლის გუნდად, რომელიც 30 წელიწადში ერთხელ გაისვრის.
ქომაგი
15 მაისი 2023 07:18
1
ყიფიანის სიტყვები მახსენდება,მეტოქემ მაგრად შემოგვიტია, მე უკან ჩავედიო,ახალკაცმა დამიძახა და მითხრა რას შვები დათო ის ორი კაციც შენ რომ გდარაჯობდა ჩვენს მოედანზე გადმოიყვანეო.არაფერი მწვრთნელი სპალეტი არ არის,რა აქვს მოგებული ნახეთ,ახლა მაგრად გაუმართლა ფეხბურთელებში.
გურულო
15 მაისი 2023 19:29
1
დონე თუ არ აქვს მწვრთნელს, ვერც ტიტული უშველის.
???
15 მაისი 2023 15:00
1
და რა თქვა ეხლა ასეთი ამ კაცმა... დაცვითი ფუნქცია მინდა რომ უკეთესი ქონდესო, ეს თქვა... დი ლორენცოსავით უნდა ითამაშოს დაცვაშიო ხომ არ უთქვამს... და ასეცაა... კვარა თუ დაცვით ფუნქციებს გააუმჯობესებს, უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი იქნება და უფრო მაგარი გახდება
ქუთაისი
15 მაისი 2023 00:14
20
კვარა უკვე ფეხბურთელია და თანაც დიდი ფეხბურთელი!!!
ამას დანახვა უნდა!
ბესო შიოშვილი
15 მაისი 2023 01:19
4
ფეხბურთის უცოდინარ ფანატებს:როცა მოწინააღმდეგე გუნდი გიტევს განაპირა მცველებიც ერთვებიან შეტევაში და თუ შესაბამისი თავდამსხმელები უკან არ დაბრუნდნენ რიცხობრივ უპირატესობას მიიღებენ და მეტი შანსი აქვთ გოლი გაგიტანონ.ასეა ხვიჩას შემთხვევაში.მას ევალება მარჯვენა მცველზე ხელის შეშლა.ბოდიშს გიხდით ვინც ფეხბურთში კარგათ ერკვევით.
david guramiSvili
15 მაისი 2023 21:03
4
ჭკუისკოლოფების აზრით თუ თავდამსხმელი დაცვას არ უნდა დაეხმაროს მაშინ დამცველსაც აუკრძალონ შეტევაში გადასვლა და რა მაგარი ფეხბურთი გამოვა?
haha
15 მაისი 2023 12:38
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული