სპალეტი: კვარაცხელია შეტევაში სტრატოსფერულია, მაგრამ...

AutoSharing Option
"მონცასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

"ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია -  როდესაც მეტოქე დაწინაურდება, ბურთის დაჭერა და დომინირება გვიჭირს. წაგება ყოველთვის იწვევს მცირე გაღიზიანებას. პროფესიონლი მაშინ ხარ, თუ მუდამ მაღალ დონეზე ირჯები და არა იმიტომ, ხელფასს გიხდიან.

ჩვენ ვიცით კვარაცხელიას დონე, თუ სწორ პოზიციაზეა, მეტოქის ნახევარზე თამაში ძალიან კარგად ეხერხება, სხვებს სივრცეებს უთავისუფლებს და უადვილებს საქმეს. ძალიან სასარგებლოა, კარში ხშირად ურტყამს. ბურთის ფლობის ასპექტში შესანიშნავია, მისი ყველას ეშინია, მეტოქე
მინიმუმ ორი მცველით უნდა მეურვეობდეს. სტრატოსფერულია, მაგრამ დაცვით ფაზაში თამაშის გაუმჯობესება სჭირდება.

გასულ წელს ჯუნტოლის შტაბმა ბოლო მომენტში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოძებნა. ბიჭები ბრწყინვალე სეზონისთვის უნდა შევაქო. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ დაგეგმონ სეზონი და როგორ განახორციელონ საჭირო ტრანსფერები".

მკითხველის კომენტარები / 32 /
დი ლორენცო, რაჰმანი, კიმ მინ ჯე და მარიო რუი (ან ოლივერა)? დოღის ცხენი ხომ არაა ხვიჩიკო?! პრობლემა მისი ბურთებით მოუმარაგებლობაა და ამის არ დანახვა როგორ შეიძლება?
ლაშა
14 მაისი 2023 23:37
3
მეორე წრეში გუნდის ჩავარდნა, სრულად სპალეტის ბრალია. საოცრება მოხდა და ჩემპიონია ნაპოლი ამით ნუ გაბლატავდი, საოცრება ამ წელს მოხდა...........
სიმართლე
14 მაისი 2023 23:07
4
ხვედელიძე! დაცვას მიხედე,დაცვას...
1408
14 მაისი 2023 21:45
0
სპალეტი რა ქლიავიცაა ზენიტში როცა იყო მაშინაც ჩანდა. მგონი შემდეგ თამაშებში კვარას "აუტჩიკად" დააყენებს. ისე ჩვენში დარჩეს და ნიგერიის პრეზიდენტის ნაქები უჩა ოსიმჰენი მგონი არ იყო მოედანზე სანამ ხვიჩა არ გამოვიდა მე-2 ტაიმში.
სპალეტი კი მომავალ სეზონში 5-7 თამაშის მერე - პენსიაზე გაძუნძულდება. ასე იქნება ეს!
ვაჟა მასწ.
15 მაისი 2023 00:10
2
ამას ვინმემ 'ფეოლა' ხომ არ აყურებინა??
ალექს
14 მაისი 2023 21:45
0
რაღაც... მგონი ფეოლას პონტია, ხვედელიძე.........
rigiti
14 მაისი 2023 21:43
0
პირველ ტაიმში როგორი შემადგენლობაც დააყენა ის შედეგი აჩვენა, გამახსენდა ჩვენი ნაკრების პირველი ტაიმის შემადგენლობა, ამ მწვრთნელებს ცოტა ეშლებათ, ხვიჩაზე შენიშვნა უადგილო იყო. ოსიმენმა რა გაუკეთა, ხვიჩას,რომ ორი ტაიმი ეთამაშა ერთ გოლს აუცილებლად გაიტანდა.
გური
14 მაისი 2023 23:38
3
შეტევაში თუ სტრატოსფერულია მაშინ გაათავისუფლე დაცითი ფუნქვიებისგან და კოსმოსური იქნება შეტევაში ! ვინც როიალზე უკრავს იმას გამოაქვს სცენაზე როიალი ? ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს ! იმ როიალის გამომტანსაც უნდა სცე პატივი და დამკვრელსაც ! თავის დროზე ყიფიანი უმაგრესად "უკრავდა როიალზე" და როიალის გამომტანები-დარასელია სულაქველიძე ჩივაძე და სხვები ნაკლებ პატივში იყვნენ და არ ხედავდა ხალხი იმათ შრომას ?? თანაც კვარა წინ რომ დარჩება მინიმუმ 2 მეტოქეს დაიტოვებს გვერდზე და რომელი ჯობია ? დაცვაში ჩავიდეს და ის 2 მეტოქეც გაიყოლოს და ამით მეტოქის შეტევა გაააძლიეროს ??? კვარა რომ მოედანზეა და მეტოქის მარჯვენა ფლანგი რომ ვერ ბედავს წინ წასვლას და კვარა რომ გადის მოედნიდან და მერე რომ ლაღდება იმათი მარჯვენა ფლანგი ეგეც არაფერს არ ნიშნავს ? მოკლედ კვარას უნდა ისეთი მწვრთნელი რომელიც 100% გამოიყენებს კვარას შეტევაში !
zura222
15 მაისი 2023 15:15
0
ზურა,შენ გგონია დათო ყიფიანი,დაცვაში არ ჩამოდიოდა?იმდენი იმის სულს ცხონება,რამდენჯერაც ჩვენ საჯარიმოში მეტოქისათვის ბურთი წაურთმევია,ან კიდევ ჩაწოდებული მოუგერიებია.როცა მეტოქე გვიტევდა,ფაქტობრივად საყრდენი ნახევარმცველის მოვალეობას ასრულებდა და როგორც კი ბურთს მოიხელთებდა,უკვე იქიდან უშვებდა შენგელია გუცაევს,კონტრშეტევაზე.მე შენ გეტყვი და პასი შეეშლებოდა.40 -50 მეტრიან პასებს აძლევდა ბიჭებს.ის კონკრეტული შემთხვევა,რომელიც ყველამ ვიცით,სწორედ ის შემთხვევა იყო,როცა გუნდს მისი წინ დარჩენა უფრო აწყობდა,ყიფიანი კი,ალბათ ჩვეულებისამებრ,ახლაც ძველებურად ცდილობდა ,დაცვის დახმარებას.არც თავიდანვე გამხდარა გუნდის ლიდერი,დაახლოებით 25 წლისა გახდა გუნდის ერთერთი ლიდერი,თამაშს რომ წარმართავდა.მანამდე კი,რამდენიმე პოზიცია შეუცვალეს მწვრთნელებმა.პირველივე წელს,არავინ გაღიარებს გუნდის ლიდერად და მხოლოდ შენზე გავლით დაიწყებს თამაშს.ამას,დრო და დამსახურება უნდა.აგერ,რონალდო რომ რონალდოა,ისიც კი არ მიიღეს ყველა გუნდში,არც მესი აღიარეს პარიზში,აღიარებულ ლიდერად და ყველასათვის უცნობი ხვიჩა,ვის უნდა მიეღო?დი ლორენცოა,გუნდის აღიარებული ლიდერი,სხვები კი,ახლა იმკვიდრებენ თავს და დრო გამოარჩევს,ვის მიიღებს გუნდი.არავინ ამბობს,რომ ჩვეულებრივი მცველის დონეზე ასრულებდეს მცველის ფუნქციას,მაგრამ როცა სათამაშო ეპიზოდში,მას მოუწევს დამცველის ფუნქციის შესრულება და პოზიციის გადაფარვა,რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც უნდა შეეძლოს ამის გაკეთება და ესკორტივით არ გააცილოს,ბურთიანი მეტოქე.როცა მცველი შეტევაში ერთვება,ყოველთვის შეიძლება ხვიჩა მცველზე უკან აღმოჩნდეს და კონტრშეტევაზე გამოქცეული მეტოქე,ვინც მასთან ახლოსაა,იმან უნდა შეაჩეროს.რაც უკეთ შეუძლია ამის გაკეთება,მით უფრო თამამად წავა წინ,შენი ფლანგის მცველი და გუნდიც მეტ სარგებელს ნახავს.აქ ბევრი აგინებს მარიო რუის,მაგრამ ის და ხვიჩა რომ კომბინირებდნენ,ხვიჩას პოზიციას,რუი ავსებდა,მცველები კი,ხვიჩაზე იყვნენ ადევნებული და თავისუფალი ზონიდან,მარიო რუი აძლევდა საგოლე პასებს,ოსიმენს თუ დანარჩენ ფეხბურთელებს.ბურთის დაკარგვის შემთხვევაში კი,ხვიჩა ავსებდა მის პოზიციას და ბევრჯერ მახსოვს,ბოლომდე რომ უდევნია და გაუნეიტრალებია,კონტრშეტევა.როცა ეს არ გააკეთა,სწორედ იმას აკრიტიკებს სპალეტი,რადგან ასეთ დროს გოლს,ან სახიფათო დარტყმას იღებდა ნაპოლი.წინ წასულ მცველს,ყოველთვის უნდა ჰქონდეს,შენი იმედი.
სოსო
15 მაისი 2023 16:34
2
ზურა,ნაპოლის ვინ ჰყავს მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე?ხვიჩა კვარაცხელიაა მარცხენა,შემტევი ნახევარმცველი და როცა მის ფლანგზე მცველი მიდის შეტევაში,სწორედ ის უნდა გაჰყვეს მას.სხვანაირად ერთ მცველზე,ორი მოიერიშე წამოვა და შედეგებიც არ დააყოვნებს.ასევე მარჯვენა ფლანგზე ლოსანო,ან პოლიტანო იკავებენ მთელ ფლანგს,მცველთან ერთად.ნახევარმცველები კი,მოედნის ცენტრში ქმნიან უმრავლესობას და აკონტროლებენ ბურთს.სწორედ ეს ნახევარდაცვაა დღეს ჩავარდნილი და ამის გამოა ასე შენელებული ნაპოლი.აგერ მილანზე ,ნაპოლი რომ გამოაგდო,ამბობდნენ,ნაპოლიზე ძლიერიაო,მაგრამ ბოლო სამი თამაში,მიჯრით წააგო,ზამთარშიც 6 მატჩიანი წარუმატებელი სერია ჰქონდათ.რატომ?იმიტომ რომ ორ ფრონტზე ბრძოლას,მეტი ადამიანური რესურსი სჭირდება და არ ჰყოფნით,ნაპოლის კი,უფრო მოკლე სკამი აქვს.სეზონის მიწურულს,გუნდი ფიზიკურადაც გამოფიტულია და უკვე ჩემპიონობა განაღდებულს,ფსიქოლოგიური მოტივაციაც აღარ ჰკმარა.ტრავმებიც ხომ თავისას შვრება.ხვიჩას უკვე ზედიზედ ორი სეზონია არ დაუსვენია და მის შედეგიანობაზე,ესეც აისახება.ღმერთმა ქნას,რომ ნაკრების თამაშებისათვის შესძლოს და აღიდგინოს ძველი სიხალისე და ენერგია.
სოსო
16 მაისი 2023 00:55
0
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა, თუ უკეთეს პირობებს შემოგთავაზებს ლივერპული(და ასეც იქნება),წადი კლოპთან.იქით დაგავალებს ცენტრს აქეთ არ გადმოხვიდეო და მერე ვნახავთ რა ბომბარდირიც გახდება ოსიმენი და საერთოდ რას ითამაშებს ნაპოლი.გუშინ ეს უკვე ვნახეთ მონცასთან.
ნუკრი
15 მაისი 2023 10:38
3
კარში რო ჩავაყენოთ?
დედას გორჯისტანა
15 მაისი 2023 04:22
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული