"მონცასთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:
"ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია - როდესაც მეტოქე დაწინაურდება, ბურთის დაჭერა და დომინირება გვიჭირს. წაგება ყოველთვის იწვევს მცირე გაღიზიანებას. პროფესიონლი მაშინ ხარ, თუ მუდამ მაღალ დონეზე ირჯები და არა იმიტომ, ხელფასს გიხდიან.
ჩვენ ვიცით კვარაცხელიას დონე, თუ სწორ პოზიციაზეა, მეტოქის ნახევარზე თამაში ძალიან კარგად ეხერხება, სხვებს სივრცეებს უთავისუფლებს და უადვილებს საქმეს. ძალიან სასარგებლოა, კარში ხშირად ურტყამს. ბურთის ფლობის ასპექტში შესანიშნავია, მისი ყველას ეშინია, მეტოქე
მინიმუმ ორი მცველით უნდა მეურვეობდეს. სტრატოსფერულია, მაგრამ დაცვით ფაზაში თამაშის გაუმჯობესება სჭირდება.
გასულ წელს ჯუნტოლის შტაბმა ბოლო მომენტში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოძებნა. ბიჭები ბრწყინვალე სეზონისთვის უნდა შევაქო. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ დაგეგმონ სეზონი და როგორ განახორციელონ საჭირო ტრანსფერები".
გასულ წელს ჯუნტოლის შტაბმა ბოლო მომენტში მაღალი კლასის ფეხბურთელები მოძებნა. ბიჭები ბრწყინვალე სეზონისთვის უნდა შევაქო. კლუბის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ დაგეგმონ სეზონი და როგორ განახორციელონ საჭირო ტრანსფერები".
ჟურნალისტებთან თავის საუკეთესო ფეხბურთელის ამდენი კრიტიკა როგორ შეიძლება?!
ან ტაქტი არ უსწავლებიათ, ან კულტურა???
ცალკე დაისვი ერთი-ერთზე და ესაუბრე!
ვერ ყოფილხარ კარგი დამრიგებელი!!!
ასე ხომ სულ გაუფუჭებს ხასიათს ჩვენს კვარას?!
იძულებულს ხდის გუნდიდან წავიდეს!
შე დალოცვილო ვის რაც ეხერხება და უკეთ გამოსდის იქ ათამაშე.
ბარემ მარცხენა მცველად გაამწესე!
ერთხელ თუ გითქვამს ჟურნალისტებთან, თამაშის წაგება ჩემი ბრალია სულ ერთი ტაქტიკით რომ ვათამაშებო???
მილანმა ხომ მოუძებნა გასაღები. მის მერე ყველა გუნდი ასე ეთამაშება.
ეს პროფესორი კოდევ მაინც თავსისას აწვება, არაფერს არ ცვლის...