ლოჩოშვილის "კრემონეზემ" "იუვენტუსს" მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

AutoSharing Option
სერია A-ს 35-ე ტურში „კრემონეზე“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 0:2 დამარცხდა.

კრემონული გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა 70-ე წუთამდე ითამაშა.

მოლოდინისამებრ კრემონელებს თითქმის მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომა მოუწიათ, წინ ეულად მხოლოდ ოკერეკე იმყოფებოდა და თავს უნარიანად იცავდნენ. 23-ე წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო მასპინძელთა შემტევმა პოგბამ და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა. სტუმრებმა შესვენებამდე გაუძლეს, შესვენების შემდეგ კი ფაჯოლიმ „იუვენტუსი“ წინ გაიყვანა. ტურინელები დარჩენილ დროშიც ბევრს უტევდნენ და ბრემერმაც გაუტანა კარნეზეკს.

„კრემონეზე“ 24 ქულით მეცხრამეტე ადგილზეა და 20 მაისს „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი
იუვენტუსი - კრემონეზე 2:0

გოლები: 1:0 ფაჯოლი (55), 2:0 ბრემერი (79)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული