"მამარდაშვილის შეძენის სურვილი პრემიერლიგის სამ კლუბს აქვს" - ინგლისური მედია

AutoSharing Option
AS-ი "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერდა, რომ ფეხბურთელის კარიერის შესახებ ასეთ სცენარს ჰოლივუდის სცენარისტიც ვერ მოიფიქრებდა და "რეალთან" მატჩის ერთ-ერთი გმირი იქნებოდა. ასეც მოხდა. მამარდაშვილმა ვალვერდეს, კროოსსა და ბენზემას არ გაატანინა გოლები და თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

ლა ლიგის მატჩებს ისედაც ყველა უყურებს და მით უმეტეს, "სამეფო კლუბთან" დიდებულად თამაშით ქართველი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ეს საუკეთესო და წარმოუდგენელი რეკლამა გახლდათ. თუნდაც ვინისიუსთან კონფლიქტი იმის დასტურია, რომ გუნდის ინტერესებისა და პარტნიორების დაცვა შეუძლია. ადრეც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია გიორგის სამსახურით
პრემიერლიგის გუნდების დაინტერესების თაობაზე, ამჯერად კი The Athletic-ი იტყობინება, რომ მისი შეძენა "ტოტენჰემსა" და "ასტონ ვილას" სურთ.

ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ირწმუნება, რომ "მამარდა", დიდი ალბათობით, "მესტალიას" დატოვებს. მის პროგრესს აგრეთვე "ვილიარეალი", "ატლეტიკო" და "პორტუ" აკვირდებიან, თავად კი ისეთ გუნდში გადავა, სადაც პირველი ნომერი იქნება და სათადარიგო მეკარედ თუნდაც გრანდში გადაბარგებაზე არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება.

მამარდაშვილს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, რომლის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა, თუმცა მსურველ კლუბებს ტრანსფერის უფრო დაბალ ფასში განხორციელება შეეძლებათ.

The Peoples Person-ის მტკიცებით, დევიდ დე ხეა "მანჩესტერში" ისევ ვერაა დამაჯერებელი, მამარდაშვილის 45 მილიონ ფუნტად შესაძენად მზადაა, რომელმაც ესპანელს ან კონკურენცია უნდა გაუწიოს, ან საერთოდ შეცვალოს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველაფერი კარგად მიგდის გიო და ღრუზინობის გამოვლენა არაფერში გჭირდება, იმედია აწი არ გიხილავთ მსგავს სიტუაციაში, პირიქით დაძაბულობის განმმუხტველი უნდა იყო მოედანზე.
ეეე
22:51 22-05-2023
66
ეს ნაბი@ვარი ნახე ჩვენ მამარდას როგორ ჩაავლო ხელი.
G.LA
22:47 22-05-2023
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული