"რაპიდი" გამოირიცხა - რა ვარიანტები რჩება ჩაკვეტაძეს?

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ რამდენიმე უცხოურმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, გიორგი ჩაკვეტაძე ვენაში იმყოფებოდა, სადაც მალე კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ "რაპიდთან".

ცხადია, ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს ყველაფერი გიორგის სამომავლო ტრანსფერის თაობაზე. დავინტერესდით და ძალიან სანდო წყაროსგან შევიტყვეთ, რომ ამ ეტაპზე "რაპიდში" ჩაკვეტაძის გადასვლა გამოირიცხა.

ამ დროისთვის ისევ აქტუალურია შოტლანდიური "აბერდინის" ვარიანტი. გარდა ამისა, საგრძნობლადაა გააქტიურებული გიორგის ამჟამინდელი კლუბი - ბრატისლავას "სლოვანი".


მკითხველის კომენტარები / 9 /
სლოვანში დარჩენა ამ მოცემულობაში ყველაზე კარგი ვარიანტი ჩანს იმიტომ რომ სლოვანში ძირითადის ფეხბურთელია მწვრთნელი ენდობა სულ ათამაშებს და გუნდი ჩემპიონი გახდა და შემდეგ სეზონში კვავ ითამაშებს ეს გუნდი ჩემპიოთა ლიგაზე და ზოგადად ევროტურნირებზე სადმე ჯგუფში რომ შევიდეს დიდი შანსი აქვს და ზუსტად ეს ჭირდება გიორგი ბევრი მაღალი დონის მატჩი რომ მოუმატოს და შევიდეს კარგ ფორმაში.
რაც შეეხება აბერდინს შოტლანდის ლიგა არის საშუალოზე დაბალი დონის ჩემპიონატი სელტიკ რეინჯერსის გარდა ყველა გუნდი დახლოებით ერთი დონის არის და აბერდინს კომფერენც ლიგის ჯგუფში შესვლაც კი გაუჭირდება და ზოგადად შოტლანდის ჩემპიონატი გამოირჩევა სწორხაზოვანი უხეში ძალისმიერი ფეხბურთით და დიდია ტრამვების რისკი ასე რომ იქ წასვლა არ მგონია კარგი არჩევანი იყოს.
zaza
13:12 24-05-2023
1
როგორც ვიცი 2017 წელს ბევრ დიდ გუნდს უნდოდა ჩაკვეტაძე ახაგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ:ბაიერნს, ტოტენჰემს, მანჩესტერ სიტის, მაგრამ აგენტმა დარწმუნდა, რომ იქ ითამაშებდა ან დუბლებში ან სადმე გაანათხოვრებდნენ და ჯობდა წასულიყო გენტში იქ ითამაშებდა ძირითადში პირველ გუნდში და ბელგის ლიგაში კარგი თამაშით 1-2 წელში წავიდოდა, რომელიმე გრანდში ამიტომაც აირჩიეს გენტი ყველაფერი ეს სავსებით ლოგიკური ჩანს, მაგრამ 2018 წელს როცა უკვე მართლა კარგი სეზონი ქონდა ბელგიაში და გამოჩნდნენ მსურველები გენტმა აღარ გაყიდა ჩაკვეტაძე, რადგან იმედი ქონდათ რომ უფრო ძვირად გაყიდიდნენ ზაფხულის ტრანსფერებზე პირიქით გაუხანგრძლივეს კონტრაქტი (მე პირადად აქ ვხედავ აგენტის ბრალეულობას და პასუხისმგებლობას, რომ მოაწერინა ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ხელი )არ გაყიდეს და მალევე მიიღო გიორგი მტრავმა, რომელიც იდეაში 2-3 თვეში უნდა მოეშუშებინა ,რადგან ჯვარედინი ყველამ ვიცით, რომ არ არის ძალიან სერიოზული ტრამვა და ამას არ ჭირდება ოპერაცია თავისითაც შუშდება, მაგრამ გაურთულდა გიორგის, რადგან რამდენიმე თამამში ათამაშეს მაშინ როცა არ ქონდა ბოლომდე მოშუშებული ტრამვა.
ამის გამო ძალიან გაურთულდა დაჭირდა ოპერაცია ოპერაცის შემდეგ რეაბილიტაციას დაჭირდა დიდი დრო და ამასობაში დაკარგა ფორმა გაუცდა ძალიან ბევრი და ყველა გუნდი გაქრა, რომელიც იყო მისით დაიტერესებული და ახლა მიჩნდება კითხვა არ ჯობდა წასულიყო თუნდაც ბაერნის მე 2 გუნდში და იქ ეთამაშა 1 სეზონი და დაემტკიცებინა დუბლებში, რომ იმსახურებდა ძირითადს ვიდრე წასულიყო მაგ გენტში? დასკვა არი მარტივი როცა ბაიერნი სიტი და ტოტენჰემი გეპატიჟება თუნდაც დუბლებში უნდა წახვიდე.
გენტი არ უნდა აირჩიო. სამწუხარო რეალობა ის არის რომ დღეს გიორგი გენტისთვისაც ტვირთია შუშის კაცს ეძახიან და ბელგიაში თვლიან რომ ჩაკვეტაძე არის ფეხბურთელი რომელმაც იმედები ვერ გაამართლა.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული