დავითაშვილის "ბორდომ" წააგო, მიქაუტაძის "მეცმა" მოიგო და 2 ივნისს დრამატული ფინიში გველის

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლოსწინა, 37-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „ანსისთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ „სოშოს“ 1:0 სძლია. დავითაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა, მიქაუტაძემ კი 90+2-მდე. ორივე ძალიან აქტიური იყო, მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა ამჯერად გატანა ვერ შეძლეს.

72 ქულით ლიდერი „ჰავრია“, რომელმაც დღეს კორსიკაზე „ბასტიასთან“ 89-ე წუთზე გატანილი გოლით ფრეს მიაღწია (1:1), 69-69 ქულა „მეცსა“ და „ბორდოს“ აქვთ, თუმცა მიქაუტაძის გუნდი დამატებითი მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზეა.

Sportall.Ge

2 ივნისს, ბოლო ტურში, „ბორდო“ „როდეზს“, „მეცი“ „ბასტიას“, „ჰავრი“ კი „დიჟონს“ უმასპინძლებს.

ანსი. „პარკ
დე სპორტსი“

ანსი - ბორდო 1:0
გოლი: პაიო (9)

მონბელიარი. „ოგიუსტ ბონალი“
სოშო - მეცი 0:1
გოლი: საბალი (49)
გაძევება: ალვერო (62, სოშო)

მკითხველის კომენტარები / 16 /
რა თქმა უნდა მეცსაც ვგულშემატკივრობ და ბორდოსაც, თუმცა მირჩევნია თუ ბორდო გადავა, რადგანაც ზურიკო მაქ გააგრძელებს კარიერას,ხოლო მიქაუტაძე 99 % წავა უფრო ძლიერ ლიგასა და გუნდში.
ქობულეთიდან
27 მაისი 2023 01:26
1
ბორდოსკენ უნდა ვიყოთ მიტო რო მიქაუტაძე სხვა ლიგაში გადადის
კიოლნი
27 მაისი 2023 01:05
2
მეც მაგიტომ ძაან მეწყინა იმიტომ რომ თუ მართლა მეცი გავიდა დავითაშვილს კვლავ მეორე ლიგაში მოუწევს თამაში, მიქაუტაძე კი უეჭველი უკეთეს გუნდში გადავა
ზურა
27 მაისი 2023 01:20
2
შეგახსენებთ ბატონებო, რომ გუშხამ დავწერე იმის შესახებ, რომ ისეთი თამაშები დარჩა, რომ "მეცმა" შეიძლება "ბორდოს" აჯობოს-თქვა. ასე აგიხდეთ ყველა სხვა ნატვრა, ნათქვამი და ჩანაფიქრი ფეხბურთში!!!
ვაჟა მასწ.
27 მაისი 2023 00:56
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული