პორტუგალიის პრიმეირა ლიგის "რიუ ავეს" 18 წლის მცველ ჟორჟე ქარსელაძეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში აზერბაიჯანთან და ბელარუსთან 16 და 18 ივნისს ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად უხმეს, - იტყობინება კლუბის საიტი:
"ჩვენი გუნდის ფეხბურთელი 2022/23-ის სეზონში შესანიშნავი თამაშის შედეგად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოძახებით იქნა დაჯილდოებული.
ამ სეზონში 18 წლის ქარსელაძე და U23-ის სხვა ფეხბურთელები ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და ქართველს შრომა დაუფასდა - 33-ე ტურში "პაკოშ ფერეირასთან" პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა, ბოლო ტურში კი "ფამალიკაოსთანაც" ითამაშა".

ქარსელაძე პორტუგალიაშია დაბადებული,
განაპირა მცველია და გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.
P.S გიორგი ქვია და არა ჟორჟი ;)