სპალეტი: "კვარა" მარადონას უახლოვდება - ასეთი დრიბლინგი არასოდეს მინახავს

AutoSharing Option
4 მარტს სერია A-ს უკანასკნელ ტურში "ნაპოლი" "სამპდორიას" უმასპინძლებს და ტრიუმფატორი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ნეაპოლურ გუნდს დაემშვიდობება, რომელმაც პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"ჰგავს თუ არა მარადონას? კვარაზე" ბევრს ლაპარაკობდნენ და მხოლოდ შეიძლებოდა წარმოგვედგინა, რას მიაღწევდა უფრო ძლიერ ლიგაში, ისეთში, როგორიც სერია A-ა. იმათ შორის იმყოფებოდა, ვისი გუნდში აყვანაც შეგვეძლო. მისით გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის, ინსინიეს შეცვლა მოგვიწია. ჯუნტოლიმ იქიდან გამოიყვანა. მე რუსეთში ხვიჩას შესახებ აზრი ვიკითხე და მივხვდი, რომ ასეთი მოთამაშე მაწყობდა.

პრეზიდენტს ხვიჩასთან
დაკავშირებით გარკვეული ეჭვები ჰქონდა, ორჯერ ზედიზედ დამირეკა ღამე და მკითხა, დარწმუნებული ვიყავი თუ არა, რომ ქართველის ტრანსფერი აუცილებელი გახლდათ. შვიდჯერ თუ რვაჯერ ვნახეთ და თავის შესაძლებლობებში ძალიან დაგვარწმუნა. იმაზე მეტს წარმოადგენდა, რათა მეტი იმედი გვქონოდა და მიზნის მისაღწევად მეტი გვეშრომა, რამეთუ პროფესიონალია.

ისეთი დრიბლინგები გააკეთა, როგორებიც არასოდეს მინახავს და სრულყოფას საჭიროებდა. ბურთთან ურთიერთობაში წარმოუდგენელ ხარისხსა და სიმსუბუქეს აჩვენებს, არაპროგრონოზირებადია, რადგან არ იცი, მოძრაობისას რას მოიმოქმედებს. ყველანაირად გაიტანა გოლები, თავითაც კი. შესანიშნავი ნახტომი აქვს და შეუძლია მეტსაც მიაღწიოს. ყველაფერი გააჩნია და ეჭვი არ შეგეპაროთ - თქვენს წინაშე ჭეშმარიტი ჩემპიონია. ბურთთან შეხებისას მართლაც უახლოვდება მარადონას".

altსპალეტი ნეაპოლის საპატიო მოქალაქე გახდება

alt"თვითფმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე ასეთივე ავტორიტეტი ჰქონდა" - "ნაპოლის" ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას მიმართულებით საქებარი სიტყვები არ დაიშურა

altროგორ იწყებდა კვარაცხელია - საქართველოს ნაკრების გოლის დარი ემოციები...

alt"როდისღა უნდა დაისვენოს ხვიჩამ?" - ნეაპოლელები "კვარას" გადატვირთულ გრაფიკზე ნერვიულობენ

altკვარაცხელია გენიალური ფეხბურთელების გვერდით - საქართველომ გეოგრაფია გაზარდა - ყველასათვის ამაღელვებელი ამბავი!..

მკითხველის კომენტარები / 6 /
გადაჭარბებული არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ სპალეტი სიბრძნის ასაკშია და ხვიჩამ და მან ერთმანეთი შეავსეს. ხვიჩასნაირი ფეხბურთელის ფუფუნება ერთეულებს აქვთ, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა გვარდიოლა, კლოპი და ანჩელოტი!
ლაშა
00:15 04-06-2023
2
სპალეტის ეს სიტყვები გადაჭარბებული სულაც არ არის. ადრე, როცა დრიბლიორის შექება უნდოდათ ამბობდნენ: ერთ მეტრში სამ კაცს მოატყუებსო და ეს მართლაც კარგი თვალსასეირო ამბავი იყო. დღეს კი ეს ყველაფერი სისწრაფეში უნდა გააკეთო და ამ დროს 10-15 მეტრიც უნდა გაირბინო. ამას ადრე არ აკეთებდენ, მოდაში არ იყო. დღეს კი ადგილზე ტრიალი სისულელეა და სწორედ სისწრაფეში ასეთი დრიბლინგი არ უნახავს სპალეტის.
ჟორა გაბრიჭიძე
00:50 04-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული