26 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი ბათუმის "დინამოდან" "ვოლფსბერგერში" გადავიდა, - ამის თაობაზე ავსტრიული კლუბი საიტით იტყობინება.
"ვოლფსბერგერმა" ალთუნაშვილს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
"ვოლფსბერგერმა" გასულ სეზონში წარუმატებლად იასპარეზა, ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე გავიდა და მწვრთნელი მანფრედ შმიდი გუნდის ქართველით გაძლიერებას იმედოვნებს.
ალთუნაშვილი ამჟამად საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გლაზგოში იმყოფება.