"ყველაფრის ახლიდან დამტკიცება მოუწევს" - ძაკარდომ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ Sportitalia-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" ახალგაზრდა გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"მილანის" ყოფილი მცველის თქმით, ხვიჩას მომდევნო სეზონში ყველაფრის ახლიდან დამტკიცება მოუწევს.

"კვარამ" ყველაფერი შესანიშნავად გააკეთა და ბედნიერი ვარ, რომ ის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს. მე მას ვიცნობ. ამ ბიჭს მუდამ განვითარება სურს. ქართველი ნამდვილი პროფესიონალია. მთლიანობაში "ნაპოლიმ" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და "პარტენოპეიმ" სკუდეტო დაიმსახურა, თუმცა ხვიჩას და "ნაპოლის" მომდევნო სეზონში ყველაფრის ახლიდან დამტკიცება მოუწევთ", - განაცხადა ძაკარდომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით გასულ
სეზონში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altკანდელაკი "ალ ნასრის" დამრიგებლად ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ მწვრთნელს სთავაზობს

altESPN: პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეიძინოს

მკითხველის კომენტარები / 7 /
რატომ მოუწევს და ახალი სეზონია, ყველას ნოლი ქულა აქვს და იმიტომ - რა პირად შეურაცხყოფად იღებთ პროფესიონალტა აზრს, იტალიაა - ირანი კი არაა მუდმივად აქონ და ადიდონ ვიღაცა, თან მოტივაციასაც უმაღლებს ახალგაზრდა ფეხბურთელს
xmali
17:22 26-06-2023
2
სამართლიანი შენიშვნაა... იტალიურ პრესაში უკვე გაიჟღერა, რომ სერიას საუკეთესო ფეხბურთელს და საუკეთესო გოლის ავტორს ფრენბურთელის ხელფასს დაჰპირდნენ... ახლა მოუწევს ხვიჩას იმის დამტკიცება, რომ იტალიაში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა და ვშიშობ, ყოველ წელს ახალ-ახალ სპორტის სახეობებს გამოუძებნიან...
დდდ
19:11 26-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული