Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
კვიპროსული Balla-ს ცნობით, საქართველოს ნაკრების 37 წლის მეკარემ, გიორგი ლორიამ, "ანორთოსისთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

გამოცემის მტკიცებით, ლორია თბილისის "დინამოს" შეუთანხმდა და მალე დედაქალაქურ კლუბში დაბრუნდება.

ლორია თბილისის "დინამოში" 2005-14 წლებში თამაშობდა, შემდეგ "ოფის", "ოლიმპიაკოსის", "კრილია სოვეტოვის", "ანჟის" და "მაგდებურგის" ღირსებას იცავდა, "ანორთოსისში" კი 2019 წელს გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი მეკარეა გიორგი, მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდულ ასაკში არ გაუმართლა საქართველოს არაევროკავშირელის სტატუსის გამო. მას თვით ჩელსი ეპატიჟებოდა და ლორიას შეეძლო დიმიტრი ხარინის შემდეგ მეორე მეკარე გამხდარიყო პოს-საბჭოთა სივრციდან, ვინც ლონდონური კლუბის მაისურს მოირგებდა!
აი მამარდაშვილს კი გაუმართლა კიდეც, თუმცა ეს გამართლება მის ბრწყინვალეობას არ აკნინებს. უბრალოდ საქართველოს არაევროკავშირელის სტატუსი ბევრ ბარიერს ქმნიდა, ეხლა კი ბრიტანელებმა შედარებით გააადვილეს პრემიერლიგაში გადასვლის პერსპექტივა, რაც დამატებითი სტიმულია ბიჭებისთვის. ჩვენი ბაზარი იაფია და მიმზიდველი და ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია, რადგან სწრორედ 21 წლემდელების შემდგომში გაზრდის შანსი გაიზრდება, რაც თავის მხრივ მთავარ ნაკრებს წაადგება მომავალში.
ასე რომ, მეტი ქართველი ევროპაში, ოღონდ დასავლეთ ევროპის ტოპ ჩემპიონატებში!
ლაშა
19:00 28-06-2023
1
ვსიო მორჩა ლიგა დინამოსია დდ:
შპს: Salobie.com
18:55 28-06-2023
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული