დესპოტოვიჩი: სლუცკი 70%-ით გოგონაა - ხვიჩა ფეხბურთელად მას არ ჩამოუყალიბებია

AutoSharing Option
სერბმა თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა Sport24-თან ინტერვიუში "რუბინში" გატარებული პერიოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ლეონიდ სლუცკიზე ისაუბრა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეთ, რომელთანაც პროფესიულ კარიერაში გითამაშიათ. ახლა ის მსოფლიოს ტოპ-ფეხბურთელთა სიაშია...
- ამის შესახებ პირველივე ვარჯიშზე ვთქვი. ეს თავიდანვე თვალსაჩინო იყო. თუმცა, იმ კოშმარული სეზონისას მასაც ჰქონდა სლუცკისთან პრობლემები.

ახლა მას შეუძლია თქვას, რომ ხვიჩა ფეხბურთელად ჩამოაყალიბა, მაგრამ ასეთი სიტყვები სისულელეა. არავინ არავის არ შექმნის ფეხბურთელად. ფეხბურთელად იბადები.

ამ ლოგიკით ყოველ მწვრთნელს, როდესაც ტოპ-მოთამაშეს დაინახავს, რომელიც ძალიან კარგ გუნდში
მოხვდა, შეუძლია ილაპარაკოს, რომ ის მან გახსნა და ტოპ-ფეხბურთელად გააკეთა.

- თქვენ ხომ სლუცკის კარგი ფსიქოლოგი უწოდეთ...
- ამასთან, მას არ ესმის, როგორია ფეხბურთელისთვის ტკივილებით თამაში, ნემსებით, ტრავმებით, ვინაიდან თვითონ არ უთამაშია. მწვრთნელმა კი ეს უნდა იცოდეს. მის გამო ოთხი თვე ნემსებით ვთამაშობდი.

რა თქმა უნდა, ეს ჩემი სამუშაოა, ამისათვის ფულს მიხდიან. სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვე ძალიან სერიოზული ტრავმით ვთამაშობდი. შემდეგ კი მითხრეს "მადლობა" და ჩემოდნები ქუჩაში გამომიყარეს. ასეთ დამოკიდებულებას არასოდეს არ შევხებივარ. ეს ჩემთვის ძალიან რთული და საწყენი იყო.

- კონკრეტული პრეტენზიები გაქვთ?
- დამოკიდებულება ადამიანებთან - როგორც ცხოველებთან. აი, მე თქვენ გეუბნებოდით: საგნები სასტუმროდან გამომიყარეს და საკვები არ მომცეს. ეს სლუცკის თანდათან დაუბრუნდა.

- იაროვინსკისთან (ყოფილი სპორტული დირექტორი) ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ეს ადამიანია, რომელსაც უღიმი და მასზე კარგს არ ფიქრობ. ისიც მსგავსად იქცევა. აი, ასეთი ურთიერთობა გვაქვს.

სლუცკიზე ცუდი არაფერი მითქვამს. ისე მომექცნენ, როგორც გოგონები. სლუცკიში საერთოდ უფრო მეტი ქალურია, ვიდრე მამაკაცური.

- ძალიან?
- სიმართლე ვთქვი და არ მეშინია. სიმართლე ყველაზე საწყენი რამაა. მე არ ვიტყუები. არიან ადამიანები, რომლებსაც ამის დადასტურება შეუძლიათ. სლუცკი - ეს 70%-ით გოგონაა, 30%-ით მამაკაცი. ჩათვალეთ, ჩემი ყოფილია: ჩვენ დავცილდით, რადგან სიყვარულმა ჩაიარა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
Soxumi, გონებაარდაბინდულო არარუსეთუმევ... შენს ნიკში მესამე ასო რუსული ალფავიტით გიწერია და ფრთხილად იყავი გულზე არ დაგადგეს.
ქუთაისი
23:03 05-07-2023
2
ქალი უფრო იმიტომ უწოდა რომ ხვიჩა გაზარდა. სულ იავნანას თუ "ბაიუშკის" უმღეროდა ,)) ეს ხუმრობით, მაგრამ არ უთქვია სლუცკის რომ მე გავზარდეო და ბევრი რატომ ამბობს ასე
დავით 67
18:28 05-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული