"მეცმა" ჩაკვეტაძის ტრანსფერისთვის დრო ითხოვა და შეიძლება ხელიდან დაუსხლტეს

AutoSharing Option
ჟურნალისტმა საშა ტავოლიერიმ დღეს თავისი "ტვიტერით" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "მეცში" ერთწლიანი იჯარით გადავა. ახლა ტავოლიერიმ ინფორმაცია განაახლა:

"მეცი" გიორგი ჩაკვეტაძის საკითხს აჭიანურებს. მიუხედავად იმისა, რომ "გენტთან" საიჯარო ხელშეკრულება კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით მიღწეული იყო და ყველა ფორმალობა დღეს უნდა მოგვარებულიყო, რათა ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმებულიყო, ფრანგულმა კლუბმა მწვრთნელის მეშვეობით ტრანსფერის დასადასტურებლად ორი დღე ითხოვა.

თუ მოლოდინი დიდხანს გაგრძელდება, ჩაკვეტაძე, რომლის სამსახურითაც სატრანსფერო ბაზარზე სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებული, შეიძლება "მეცს" ხელიდან დაუსხლტეს".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს ორი დღე ალბათ ვილი სანიოლთან "საიდუმლო კონსულტაციებზე" ჭირდება.
ჩვენში დარჩეს და "მეცს" ბევრი ყავს "მორბენალი მუსტანგები" და ჩაკვეს მსგავსი "ლაგამის ამომდები" ფეხბურთელი ნამდვილად არ აწყენდა. ვილიმ უნდა იაქტიუროს!
ვაჟა მასწ.
21:59 10-07-2023
0
ამ სტატიასთან არაფერ შუაშია მაგრამ,ოქრიაშვილზეც მოგვაწოდოთ იქნებ ინფორმაცია,დისკვალიფიკაციის შემდეგ სად გაქრა ეს ბიჭი
Aba hee
21:43 10-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული