გიორგი ჩაკვატაძის "გენტიდან" "მეცში" შესაძლო გადასვლაზე ფრანგული Sport Business Mag-ი წერს და ქართველს, სათამაშო კლასის მიხედვით, აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ "მეცი" დაუმუშავებელ ბრილიანტზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ნადირობს, ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველის შესაძენად ემზადება, რამაც შეიძლება სატრანსფერო ბაზარს სერიოზული დარტყმა მიაყენოს, რამეთუ ეს თამამი ნაბიჯი იქნება და არაა გამორიცხული, ლიგა 1-ში ვითარება შეცვალოს:
"ამჟამად ფრანგული კლუბი "გენტთან" მოლაპარაკებას აწარმოებს და იმედი აქვს, რომ 23 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით (დაახლოებით 2 მილიონი ევრო) იჯარით აიყვანს.
თუ ტრანსფერი წარმატებულად განხორციელდა, შეიძლება
"მეცისთვის" წყალობად იქცეს, ვინაიდან მათ ნახევარდაცვას ახალი განზომილების ძალას შემატებს; აგრეთვე, ჩაკვეტაძეს ფორმის აღდგენის და თავისი უდავო პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს".
თუ ტრანსფერი წარმატებულად განხორციელდა, შეიძლება