მიქაუტაძის თაობაზე "ლაციომ" "მეცს" პირველი შეთავაზება გაუკეთა

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარსიოს ცნობით, "ლაციომ" "მეცს" გიორგი მიქაუტაძის თაობაზე პირველი შეთავაზება გაუკეთა.

"ლაციო" გიორგი მიქაუტაძეს აკვირდება. რომაულმა გუნდმა უმაღლეს დივიზიონში ახლად აღზევებულ კლუბს რამდენიმე საათის წინ პირველი შეთავაზება გაუკეთა. მოგეხსენებათ, ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ის გასულ სეზონში 37 შეხვედრა ჩაატარა და თავი 23 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა".

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ იწერებოდა, რომ გიორგის სამსახურით "მილანი" და ტურინის "იუვენტუსი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა მას შემდეგ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.


მკითხველის კომენტარები / 7 /
ლიგა 1 კარგი რომ ყოფილიყო, მესი არ წამოვიდოდა იქიდან,აგერ მბაპესაც გასაქცევად უჭირავს თვალი და აწი ვისღა უნდა ეთამაშოს :)
ეს ხუმრობით და სერიოზულად,ლაციო მშვენიერი ვარიანტია(ჩემპიონთა ლიგა), იუვე უფრო პრესტიჟულია,მაგრამ ევროთასებზე წელს ვერ გამოვლენ.ასე,რომ გულდაწყვეტილი კი დაგვტოვეს ხვიჩამაც და ჟორჟმაც(წყენა მალე გადაგვდის ქართველებს), მაგრამ რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ მათაც ,გიორგი კვერნაძესაც და ყველა ქართველ ფეხბურთელს, ორივე დინამოს, ტორპედოს, დილას. ვუსურვებ,რომ ქართველი გულშემატკივარი გაეხარებინოთ და თავი არ დაეზოგოთ ნაკრებში თამაშისას...თორემ მეორედ თუ გაგვაბრაზებთ :)
წარმატებები ჩვენს ბიჭებს და
Mr.kostaia
13 ივლისი 2023 10:36
1
Yvelaze magari variantia lazio tan chempionta ligaze itamashebs
Kutaisi
13 ივლისი 2023 09:29
0
ჩემი აზრია მეცში უნდა დარჩეს.
გოფა
12 ივლისი 2023 23:05
4
როგორ მინდა ლაციოში გადავიდეს ზუსტად თავის სტილის გუნდია დაბალი გადაცემები
beqa
12 ივლისი 2023 20:50
0
ლაციოს დიდი ხანია აინტერესებს ჟორჟი, მაგრამ ჯუნტოლი არამგონია დანებდეს. მითუმეტეს კვარას პერფორმანსის შემდეგ!
იტალიას ქართველები ხომ ადვილად ერგებიან?...
ლაშა
12 ივლისი 2023 20:33
1
ლილოს ბაზარი გაივსება სერია-Aს მაისურებით, ნაპოლი, ფროზინონე, ეხლა ლაციო. ბიჯო, ბიჯო, ბიჯო რას მოვესწარით?
გია პაპა
12 ივლისი 2023 20:04
0
ოქროს თაობა გვყავს, ამ ბიჭებს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ
123 321
12 ივლისი 2023 20:02
1

სიახლეები პოპულარული