მიქაუტაძემ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ახალი სეზონისთვის სამზადისი დაიწყო ლიგა 1-ში დაბრუნებულმა "მეცმა", რომელმაც მეორე ამხანაგურ მატჩში ბელგიურ "სერენს" 2:1 სძლია.

"მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. შეხვედრის ბოლოს მიქაუტაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

შეგახსენებთ, გიორგი ადრე "მეციდან" იჯარის წესით ორი სეზონი სწორედ "სერენში" თამაშობდა.

"მეცი" 22 ივლისს სპარინგს "ტრუასთან" გამართავს, 13 აგვისტოს კი საფრანგეთის პირველი დივიზიონის პირველ ტურში სტუმრად "რენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
15.07.23. - ჩავრთოთ "ჟორჟმიკას" მრიცხველი!
ვაჟა მასწ.
00:13 16-07-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული