"ეს სერია A არ არის, პრემიერლიგაში არაფერი გამოუვა" - რას წერენ "ნიუკასლის" ქომაგები "კვარაზე"

AutoSharing Option
გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "ნიუკასლმა" "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 82 მილიონი ფუნტი (95 მილიონი ევრო) შესთავაზა, რაც "კაჭკაჭებისთვის" სარეკორდო სატრანსფერო თანხაა.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ნიუკასლის" ქომაგები ეხმაურებიან. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"მისი სახით პრემიერლიგას მეორე ჯეიდონ სანჩო ეყოლება. უბრალოდ, ჩვენი გუნდის სტილს ვერ მოერგება".

"არ ვფიქრობ, რომ "ნაპოლი" მას დათმობს".

"კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ეს სერია A არ არის, პრემიერლიგაში არაფერი გამოუვა".

"ეს ბიჭი ოსიმენის გ
არეშე არაფერს წარმოადგენს".

"შესანიშნავი ფეხბურთელია".

"აურელიო დე ლაურენტისის შესახებ გსმენიათ? 82 მილიონად ხვიჩას არ გაყიდის".

"ნიუკასლის" ქომაგი ვარ, თუმცა ამ ინფორმაციის არ მჯერა".

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 2022/23 წლების სეზონში ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altუკვე 100 მილიონი - "ნიუკასლი" კვარაცხელიას შესაძენად უკან დახევას არ აპირებს

alt"დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ერთიც და მეორეც ნანობენ" - აჩი არველაძემ მიქაუტაძისა და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 36 /
სანჩოსთან შედარება არაპროფესიონალიზმია
სანჩო არის ერფეროვანი მოთამაშე, დარბის ფლანგზე.
კვარცხელია მრავალხმრივი. ითამაშებს ცენტრიდან, ორივე ფლანგიდან. ითამაშებს პლეიმეკერად და თავდამსხმელად
1
რომას პრეზიდენტს კითხეს სალაჰზე ლივერპულში უფრო მაგრად თამაშობსორომას ორეზიდენტმა ალბათ ინგლიში უფრო დიდი კარებებბიაო
მოსეხონელი
11:57 18-07-2023
1

სიახლეები პოპულარული