ნოიერი ჯერ ვერ დაბრუნდება, სომერი წავიდა - ეს მამარდაშვილისთვის შანსია?

AutoSharing Option
გერმანული პრესის ინფორმაციით, "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერის აღდგენითი პროცესი იმაზე ცუდად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ ვეტერანი კიპერი მოსამზადებელ ეტაპსა და ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებდა, მაგრამ საქმე გაცილებით სერიოზულადაა.

"რეკორდმაისტერის" მეკარე გერმანიის სუპერთასის შეხვედრასა და ბუნდესლიგის პირველი ტურის შეხვედრას 18 აგვისტოს "ვერდერთან" გასვლაზეც უეჭველად გამოტოვებს.

ჯერ კიდევ უცნობია, შეეძლება თუ არა მას შემდეგ შეხვედრებში ასპარეზობა. აქვე გეტყვით, რომ "ალიანს არენიდან" მეორე კიპერის, იან სომერის წასვლა გა
დაწყდა. "ინტერიდან" ანდრე ონანამ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა, შვეიცარიელი კი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება მილანში და კამერუნელის შემცვლელადაც წარადგენენ.

"ბაიერნიდან" მიდის კიდევ ერთი კარის დარაჯი ალექსანდერ ნიუბელი. მიუნხენურ გრანდში კი მისვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, რომელიც ნოიერის გამოჯანმრთელებამდე ძირითადის კიპერი იქნება, შემდეგ კი გამოცდილი კოლეგა დაბრუნდება და მასთან დიდ კონკურენციაში პირველი ნომრობისთვის მოუწევს ბრძოლა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
არ მომწონს ეს ბაიერნი მოყვარულებს 27 გოლს რო გაუტან უნამუსობაა.
არა რუსეთს
19 ივლისი 2023 17:02
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული