"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

AutoSharing Option
Youtub-ზე, Belive-ის არხზე, გადაცემა "გუგასთან" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც "ბაიერნში" გიორგი ჩაკვეტაძის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

მაშინ ის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველი გახლდათ და როგორც ირკვევა, მიუნხენური გრანდის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას თავად აწარმოებდა.

"რეკორდმაისტერს" ჩვენებურის დამატება ძალიან უნდოდა, თუმცა ჩაკვეტაძის ოჯახმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელმაც კარიერა "გენტში" გააგრძელა.

"თავის დროზე ჩაკვეტაძის დამატება, რომელიც "დინამოში" თამაშობდა და შემდეგ 1 წელი ნაკრებში გვათრია, "ბაიერნს" სურდა და ამ მოლაპარაკებებს მე ვაწარმოებდი.

ეს სრულიად კონფიდენციალური იყო. თბილისში ჩამოსული გახლდათ მიუნხენელთა სპორტული მიმართულების
ხელმძღვანელი, რომელსაც "რედისონ ბლუში" შევხვდი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიდის.

მაშინ "რეკორდმაისტერის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო. ამ კაცმა მითხრა, რომ ანჩელოტიმ და კარლ-ჰაინც რუმენიგემ (მაშინ "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი) ერთად უყურეს ჩაკვეტაძის თამაშს და მე გამომგზავნეს, რათა ეს ტრანსფერი მოვაგვაროო.

მოხდა ისე, რომ საბოლოოდ გიორგი "გენტში" წავიდა და საბოლოოდ, ეს დიდი შეცდომა იყო. რატომ მოხდა ასე? - გეტყვით.

მაგ დროს ჩაკვეტაძე ჯერ არ იყო 18 წლის და თვითონ ის ვერ მოაწერდა კონტრაქტზე ხელს და ეს მამამისს უნდა გაეკეთებინა. ამ თბილისში ჩამოსულ "ბაიერნის" წარმომადგენელს რომ ველაპარაკებოდი, კონტრაქტი დამიდო, სადაც ეწერა, რომ რამდენჯერაც გიორგის მიუნხენურ გრანდში ყოფნის პერიოდში "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგას მოიგებდა, იმდენ 300 000 ევროს მიიღებდა თბილისის "დინამო".

რამდენჯერაც "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, ზუსტად აღარ მახსოვს, 500 000 თუ 800 000 გვთავაზობდნენ... და მერე, ვთქვათ, 10 ჩატარებულ თამაშზე ბონუსი, 20-ზე, 50-ზე და ა.შ... ასევე, ფეხბურთელის შემდეგი გაყიდვიდან 20% ან 25% გვაძლევდნენ, ესეც არ მახსოვს ზუსტად.

მე 50% მოვითხოვე, მაგრამ ამიხსნეს, რომ ასე ევროპაში არ ხდებაო და 20%-ზე მეტს არავინ ჩაგიწერსო. შემდეგ ვუთხარი, რომ ვთქვათ, 20%-ს გვაძლევთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი შემდეგში 100 მილიონი გახდება და რა გარიანტია მაქვს იმის, რომ თქვენ, ვთქვათ, "რეალს" მიჰყიდით ჩაკვეტაძეს ამ თანხად? - თუ ეს არ გააკეთეთ, გამოდის, რომ თანხას მიკარგავთ.

ამ პიროვნებამ შემდეგ რუმენიგეს დაურეკა და გასაუბრებამდე მკითხა, იცი, ვინ არის კარლ-ჰაინც რუმენიგეო? - მასზე ისეთი რაღაცები მოვუყევი, რომ თავად ლეგენდარული გერმანელიც გაკვირვებული დარჩა.

როგორც ჩანს, ჩემი მონაყოლი ამ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა რუმენიგეს გადასცა, მან კი უთხრა, რომ ჩემთან გასაუბრება უნდოდა.

სიმართლე გითხრათ, იმით, რომ ჩაკვეტაძის "ბაიერნში" ტრანსფერი არ შედგა, ორმაგად გულდაწყვეტილი ვარ, რადგან რუმენიგემ მითხრა, თუ გიორგი ჩვენთან წამოვა და ეს გარიგება დაიდება, პირობას გაძლევ, პირად შენ გჩუქნი 2-კაციან საგზურს "ალიანს არენაზეო" და როცა მიუნხენში იქნები, იმ ლოჟაში, სადაც მე ვარო, თანხმლებ პირთან ერთად დაესწრები "ბაიერნის" ნებისმიერ თამაშსო.

შემდეგ ტელეფონი ისევ თბილისში ჩამოსულ "რეკორდმაისტერის" წარმომადგენელს გადავეცი და რუმენიგემ უთხრა, მართალს გეუბნებაო და შემდეგ კონტრაქტში ჩადეს ასეთი პუნქტი - ყოველ ახალ შრომით ხელშეკრულებაზე, რასაც ჩაკვეტაძე "ბაიერთან" გააფორმებდა, "დინამო" 2 მილიონ ევროს მიიღებდა.

ანუ, ვთქვათ, 3 წელი კიდევ ჰქონდა გიორგის კონტრაქტი, მაგ 3 წლის ამოწურვამდეც რომ გაეგრძელებინა, ჩვენ მაშინაც 2 მილიონს კიდევ ვიღებდით.

რა მოხდა და რატომ არ შედგა ტრანსფერი? - მამამისმა, არ ვიცი კონსულტანტებთან თუ ვისთან საუბრის მერე ჩათვალა, რომ "ბაიერნში" წასვლით ჩემი შვილი ვერ გაიზრდება და ამას "გენტში" უფრო მოახერხებსო.

"ბაიერნის" წარმომადგენელს ვუთხარი, განათხოვრებას ხომ არ აპირებთ-მეთქი... ჩვენი განათხოვრებული ფეხბურთელი სად გინახავთ, "სიტი" და "ჩელსი" კი არა ვართო... 25-კაციან გუნდში აჰყავდათ.

მე ვუთხარი მამამისს, "ბაიერნში" თუ მოხვდები, იმის იქით ზრდა რაღა არის? მიუნხენში 4 წელი რომ არ ათამაშო, "გენტი" მაინც აიყვანს-მეთქი.

მე იქ კიდევ ისეთ პრობლემებს წავაწყდი, მივხვდი, რომ რაღაც-რაღაც პრობლემების გადალახვაა საჭირო, რათა ქართული ფეხბურთი გაცილებით უკეთეს სიმაღლეზე იყოს", - თქვა სალუქვაძემ.

სტატია მომზადებულია Belive-ის Youtube არხის გადაცემიდან "გუგასთან" მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 56 /
იუთუბში მოიძიეთ, დილეტანტიზმი -რამაზ ჩხიკვაძე და ყველაფერს მიხვდებით…
დილეტანტები ყველგან, ბავშვთა მწვრთნელებიდან დაწყებული ვითომ აგენტებად დამთავრებული…
მოლაპარაკებები ხელოვნებაა და მას ცოდნა და უნარი სჭირდება. ფულზე დახამებული მრჩეველები კი რომლებიც მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობენ და სულ არ ანაღვლებთ რა იქნება ხვალ, რა უკუ შედეგს მოიტანს რადგან ვერ სჭვრეტავენ ამდენს, უცოდინარობით სწორი ანალიზის გაკეთება არ შეუძლიათ…
ჯაკობიასგან ჯუღელი თქვენ გგონიათ დიდად განსხვავდება ? არ დაწყებულიყო ომი და სად იქნებოდა ჩვენი ხვიჩა ღმერთმა უწყის… ბევრს რომ ყოყოჩობს და თავი სუპერაგენტი რომ ჰგონია 1-2 სიტყვას რომ ვერ აბავს გამართულად.
მოკლედ, იმედი ბოლო კვდება და მე მაინც მჯერა რომ ჩაკვე ფსიქოლოგიურად დაძლევს ბარიერებს და დაგვიბრუნდება ჩვენი ვარსკვლავ-ბიჭუნა უფრო მაღალ დონეზე ვიდრე აქამდე იყო!
გგ
13:10 21-07-2023
6
მაინც მგონია ცოტა წაუმიუნჰაუზენა და წაუსუპერმენა. ერტი კიდე, მითხრეს, როდის იყო ჩვენ ფეხბურთელს ვანათხორებდიტო და ახლა არ გაანათხოვრეს პარკაძე ავსტრიის მეორე ლიგის ადმირაში?..
guga
14:31 21-07-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული