მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "მეცმა" ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებულმა "მეცმა" ამხანაგურ მატჩში გასვლაზე "ტრუას" 3:0 სძლია და ისევ გამოიჩინა თავი გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც წინა სპარინგში "სერენის" კარი დალაშქრა.

მიქაუტაძემ "ტრუასთან" ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, შემდეგ კი დუბლი 18 წლის თავდამსხმელმა იბუ სანემ შეასრულა.

იბუ სანესა და მის მოგვარე მცველს, სადიბუ სანეს "მეცმა" ახლახან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

"მეცი" კიდევ 3 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო 13 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "რენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ახალი ლაკაზეტე ეყოლება ლიგა 1 ს
გოგა
02:19 23-07-2023
0
დაიმახსოვრეთ: ჟორჟმიკა, უკვე - 2 გოლი!
ვაჟა მასწ.
22:39 22-07-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული