bzbasel-მა "ბაზელში" ახლახან გადასულ საქართველოს ნაკრების 18 წლის ნახევარმცველ გაბრიელ სიგუაზე წერილი გამოაქვეყნა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სიგუაზე კლუბი დიდ იმედებს ამყარებს, მაგრამ ის კონფერენს ლიგაზე "ტობოლთან" ვერ ითამაშებს, ვინაიდან ახალ გუნდში ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ ჯგუფური ეტაპიდან აქვს.
მწვრთნელმა ტიმო შულცმა განაცხადა, რომ სიგუას ინტეგრაციის გეგმა მოსაფიქრებელი აქვს, რამდენიმე ეტაპად განსახორციელებელია, თბილისიდან ნავარჯიშები ჩავიდა, გუნდის დასახმარებლად სრულად მზადაა და უმოკლეს ვადაში შეუძლია საქმეს შეუდგეს.
"ბაზელი" შვეიცარიის სუპერლიგის პირველ ტურში გასვლაზე "სენტ გალენთან" 1:2 დამარცხდა, დღეს კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის
პირველ მატჩში "ტობოლს" უმასპინძლებს, ხოლო 30 ივლისს ჩემპიონატის მეორე ტურში "ვინტერტურს" მიიღებს და შესაძლოა, ქართველის დებიუტი სწორედ ამ შეხვედრაში შედგეს.