მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელმა მარცელ ლიჩკამ საბა საზონოვის "ლიონში" და არსენ ზახარიანის "ლაციოში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"ეს მწვრთნელის მუშაობაა, როდესაც შენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შეიძლება წავიდეს. მე, როგორც მწვრთნელი, ვიტყვი, რომ საბა და ზახარიანი უნდა დარჩნენ, მაგრამ ადამიანურად მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, რათა ყველაფერი გამოუვიდეთ.
თუ საბა "ლიონში" გადავა, ეს ერთი კი არა, მისი კარიერისთვის სამი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. "ლაციო" ისე კარგად არ ვიცი, როგორც "ლიონი". ქალაქი ვიცი", - განაცხადა ლიჩკამ Россия 24-ის ტელეარხზე გადაცემა Футбол России-ში.
27
ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლიონი" საზონოვის შეძენას და იჯარით "მოლენბეკში" გაშვებას აპირებს.