ცნობილი გახდა, რატომ არ ითამაშა ჩაკვეტაძემ ინგლისის ლიგის თასზე

AutoSharing Option
ინგლისის ლიგის თასზე „უოტფორდი“ გასვლაზე პირველი ლიგის (რანგით მესამე დივიზიონი) „სტივენიჯთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა თქვა, რომ ჩაკვეტაძემ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო, სერიოზული არაფერია და მისი თამაში არ გარისკეს.

შემდეგ შეხვედრას „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში გამართავს - 12 აგვისტოს „პლიმუთს“ უმასპინძლებს და იმედია, გიორგი თამაშს შეძლებს.

სტივენიჯი. „ლამექსი“
სტივენიჯი - უოტფორდი 1:1 (პენ 4:3)
გოლები: 0:1 ბაიო (6), 1:1 მარჩი (43)

მკითხველის კომენტარები / 20 /
სპორტალ არ დამიბლოკო ეხლა იმათ საყურადღებოთ ვინც გიოზწ ცუდს ფიქრობთ იქნებ სპორტის სხვა სახეობით დაკავდეთ და ამ ბიჭს შეეშვათ რასიტყვით?
2
ერთი თამაში და ტრავმა, ასე იცის კლუბებმა და გართობამ
ra gasakviria
17:01 09-08-2023
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული