ცნობილი გახდა, რატომ არ ითამაშა ჩაკვეტაძემ ინგლისის ლიგის თასზე

AutoSharing Option
ინგლისის ლიგის თასზე „უოტფორდი“ გასვლაზე პირველი ლიგის (რანგით მესამე დივიზიონი) „სტივენიჯთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა თქვა, რომ ჩაკვეტაძემ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო, სერიოზული არაფერია და მისი თამაში არ გარისკეს.

შემდეგ შეხვედრას „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში გამართავს - 12 აგვისტოს „პლიმუთს“ უმასპინძლებს და იმედია, გიორგი თამაშს შეძლებს.

სტივენიჯი. „ლამექსი“
სტივენიჯი - უოტფორდი 1:1 (პენ 4:3)
გოლები: 0:1 ბაიო (6), 1:1 მარჩი (43)

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეხლა დააწყებინებენ ტრენაჟორებზე ვარჯიშს, ცოტა ძალისმიერად დატვირთავებ და მოხოდავენ, რადგან ტოპ ლიგები ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ჩემპიონატი. ამიტომაა ტოპ ლიგა განვითარებისთვის საუკეთესო!
ამიტომ ხორვატებს და უკრაინელებს ახლა უკვე ისეთი სტრატეგიაა აქვთ შემუშავებული, რომ მათი ფეხბურთელები გაუშვან ტოპ ლიგებში არამარტო იმიტომ, რომ ბევრი ფული მიიღონ, არამედ ფეხბურთელი თავის ეროვნულ ნაკრებს გამოადგეს. ამიტომ და იმიტომ:-) ეროვნული ლიგა რაიმე თამასას უნდა აკმაყოფილებდეს. ფსკერს არა ჩინოვნიკო, თამასას!
საინტერესოა თუ ვინმე რაიმე გრძელვადიან კონცეფციაზე თუ მუშაობს ამ მიმართულებით?!
ლაშა
10:24 09-08-2023
5
გიორგი, ნუ გვანერვიულებ. )
წარმატებები.
100%
10:11 09-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული