"ღობეზეც ბევრი რამეა დაწერილი" - მარადიშვილის მამამ თავისი შვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
დღეს Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომიტივის" 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამაზე კომენტარი ფეხბურთელის მამამ და მისმა აგენტმა კობა მარადიშვილმა გააკეთა.

"თუ რაღაც იქნება, თქვენ ამას პირველები გაიგებთ. რაში გჭირდებათ კითხვის დასმა? ღობეზეც ბევრი რამაა დაწერილი და რა?", - განუცხადა კობა მარადიშვილმა Metaratings.ru-ს.

ამა წლის 16 მარტს კობა მარადიშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს არ გეგმავს.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ღობეზე თავიანთი სახელები დაწერონ… არ გვჭირდება ეს ბიჭი, თუნდაც მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყოს.
არც თავად სურდა ჩვენი სახელით თამაში… უბრალოდ, ახლა მიხვდა, რომ სხბა გზა აღარ დარჩა. ჩვეულებრივი რუსია… როგორიც ჯიქია
ხ.გ.
19:51 13-08-2023
17
ნაკრებში კარგი სიტუაციაა. არ გვჭირდება რუსი ფეხბურთელი
Niko
18:34 13-08-2023
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული