გოჩოლეიშვილმა ორი საგოლე პასი გააკეთა - "შახტარმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის პრემიერლიგის მესამე ტურში თავი „შახტარის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი გოჩოლეიშვილმა გამოიჩინა.

„ოლეკსანდრიასთან“ მოგებულ მატჩში (2:1) გოჩოლეიშვილმა შუცვლელად ითამაშა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა - ჯერ დანილო სიკანს გაატანინა, შემდეგ კი ლასანა ტრაორეს. ორივემ მეტოქის კარი თავით დალაშქრა.

„შახტარს“ 7 ქულა აქვს და 20 აგვისტოს კრივოი როგში „კრივბასს“ დაუპირისპირდება.

კიევი. „ლევი ბერეგი“
შახტარი - ოლეკსანდრია 2:1
გოლები: 1:0 სიკანი (8), 2:0 ტრაორე (31), 2:1 სკორკო (60)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემპიონთა ლიგაზეც იმედია კარგად წარმოაჩენენ თავს გიოც და აზაროვიც და მომავალ სეზონში კარგ გუნდში ვიხილავთ ორივეს.ახალგაზრდული ევროპის შემდეგ დაკვირვების ქვეშ იქნებიან ორივე და ეს სეზონი კარგად უნდა ჩაამთავრონ ინდივიდუალურად.
მეზღვაური
14 აგვისტო 2023 21:43
0
ნამდვილად ზღვის შვილო )))
გ.შ.
14 აგვისტო 2023 23:01
0
ყოჩაღ! მეორე გოლი შეიძლება ითქვას, რომ თვითონ შექმნა!
ქომაგი
15 აგვისტო 2023 01:34
0
კარგია,ყოჩაღ
MARGALONA
14 აგვისტო 2023 23:01
0
ყველას ეტყობა ვინც შრომობს და თავისთავზე მუშაობს! მალადეც გოჩოლ წარმატებები!!!
kesha
15 აგვისტო 2023 12:44
0
არიქა, იქნებ გვეშველოს ამ ფლანგზე, თორემ კაკაბაძემ ვერა და ვერ ისწავლა კარგი ჩაწოდებები, არადა ბოლო პასის ფასი ყველამ ვიცით, რაც არის.
SLR
15 აგვისტო 2023 12:10
0
დცავაში უნდა მოუმატოს ბევრჯერ ჩააწოდებინა საჯარიმოში და ართმევებშიც მოსამატებელიაქო მწვრთნელმა
beqa
14 აგვისტო 2023 22:36
1
ტრენტ ალექსანდრ გოჩოლეიშვილი
ვანჩოპე
15 აგვისტო 2023 09:53
0
9 month later.
არც ერთი იყო ნეაპოლელი და არც მეორე დონიეცკებიდან,ორივე ბედკრული ეროვნული ლიგიდან გამოიჩეკნენ.
გოჩო და ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალში
Levani
15 აგვისტო 2023 13:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული