ჯუღელმა ძაკარდოსთან ერთად ივახშმა და კვარაცხელიას ხელფასზე დაელაპარაკა - ცნობილია, რა სთხოვა დე ლაურენტისმა ხვიჩას აგენტს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, მამუკა ჯუღელმა და ჩვენებურის "პარტენოპეიში" ტრანსფერის შუამავალმა კრისტიან ძაკარდომ რამდენიმე დღის წინ ერთად ივახშმეს, სადაც ხვიჩასთვის ხელფასის გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

როგორც იწერება, დე ლაურენტისმა ჯუღელს სთხოვა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოიცადონ და კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხები დროებით აღარ განიხილონ.

ახლა მოლაპარაკების მთავარი თემა ქართველის ხელფასია, რომელიც ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებს და ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას.

დე ლაურენტისი აპირებს კვარაცხელია უკმაყოფილო არ დატოვოს და მისი
ანაზღაურება 3.5 მილიონ ევრომდე გაზარდოს, ამას ასევე დაემატება ბონუსები. კონტრაქტში არ იქნება გაწერილი თანხა, რომლის გადახდაც სხვა კლუბს მოუწევს, თუ კვარაცხელიას შეძენას გადაწყვეტს. 

შეგახსენებთ, რომ კუნთის გადაღლილობის გამო ხვიჩა იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას გასვლაზე "ფროზინონესთან" გამოტოვებს. 

altკვარაცხელია "ფროზინონესთან" მატჩს გამოტოვებს

მკითხველის კომენტარები / 36 /
"დე ლაურენტისმა ჯუღელს სთხოვა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოიცადონ ", რომ მერე ვერსად ვერ წავიდნენ! გაიძვერაა პრეზიდენტი
გია
18 აგვისტო 2023 17:24
5
ელემენტარული, ისედაც ვერ წავა თუ არ გაყიდა
toti
18 აგვისტო 2023 19:36
1
არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ წარმოებაში არაა ნებადართული ხელშეკრულება გაუფორმებელი პიროვნების სამსახურში დაშვება. კვარასთვის წარმოება ნაპოლიში ფეხბურთის თამაშია, ამიტომ ხელშეკრულების გაფორმებამდე არ უნდა ითამაშოს - ასეა ეს! საეჭვოა ბოლომდე რატომ გაიწელა ახალი ხელშეკრულების გაფორმება კვარასა და ნაპოლის შორის? იქნებ ჩვენს "პოლიტიკოისებს" აქვთ უფრო ზუსტი ინფორმაცია?
ვაჟა მასწ.
18 აგვისტო 2023 16:03
32
ხვიჩას აქვს მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდე. ახალზე შეუძლიათ პირველის დამთავრებამდე არც დაელაპარაკონ.
ნიკი
18 აგვისტო 2023 19:48
2
ხელშეკრულება გაფორმებულია და ძალაშია 2027 წლამდე. საუბარია მის შეცვლაზე
ფერნანდო
18 აგვისტო 2023 18:18
1
ყველა გამოხმაურება
სიმართლე- ხვიჩაც ჩაიხრჩობოდა რუსეთის ჩემპიონატში ამ ჯუღელის ხელში. მხოლოდ რუსეთ უკრაინის ომის გამო მოხდა, რომ ის ახლა იტალიის ჩემოინატშია.
irakli
18 აგვისტო 2023 15:52
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული