"შახტარი", რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერი გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს, ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს ჰამბურგში ჩაატარებს, - ამის თაობაზე ინფორმაციას დონბასური კლუბი ავრცელებს.
"შახტარმა" "ჰამბურგთან" შეთანხმებას მიაღწია და უეფამ 57-ათასიან "ფოლკსპარკშტადიონზე" თამაშის უფლება მისცა. დონეცკური გუნდი გასულ წელს ევროტურნირების შეხვედრებს ვარშავაში ატარებდა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 31 აგვისტოს გაიმართება. "შახტარი" მესამე კალათაში იქნება, სადაც გერმანული კლუბები არ არიან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მეშახტეებში" საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი გადავა, რაც ჯერ არ დადასტურებულა.