უკრაინის პრემიერლიგის მეოთხე ტურში „შახტარი“ გასვლაზე „კრივბასს“ დაუზავდა - 3:3.
„მეშახტეთა“ მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ ორბურთიანი უპირატესობით, მაგრამ მასპინძლებმა ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა „კრივბასის“ ერთი და „შახტარის“ ორი ფეხბურთელი გააძევა.
„შახტარს“ 8 ქულა აქვს და 7 აგვისტოს კოვალივკაში „კოლოსს“ დაუპირისპირდება.
კრივოი როგი. „გირნიკი“
კრივბასი - შახტარი 3:3
გოლები: 0:1 კაშუკი (8), 0:2 კრისკივი (18), 1:2 ხომჩენოვსკი (24), 1:3 კრისკივი (43), 2:3 კოჟუშკო (44), 3:3 ბესკორავაინი (64)
გაძევება: ხომჩენოვსკი (74, კრივბასი), ბონდარენკო (85, შახტარი),
ჩიგრინსკი (90+5, შახტარი)