"მართლა ფიქრობთ, რომ ხვიჩა კოკორინს სჯობს?! საფეხბურთო ინტელექტით..." - კოლესნიკოვმა ახსნა, რატომაა მისი აზრით კოკორინი კვარაცხელიაზე უკეთესი

AutoSharing Option
იტალიური "ფიორენტინას" შემტევის, ალექსანდრ კოკორინის მასაჟისტმა სერგეი კოლესნიკოვმა კოკორინი და ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთს შეადარა:

"ნუთუ, ფიქრობთ, რომ კვარაცხელია კოკორინზე უკეთესია? რა თქმა უნდა, დრიბლინგზე თუ ვისაუბრებთ, უკეთესია, მაგრამ საშა მოედანზე ფიქრობს და ისე თამაშობს, ის ნამდვილად აზროვნებს მოედანზე.

შესაბამისად, საფეხბურთო ინტელექტით ის ხვიჩას სჯობს. ქართველი რუსეთში განსაკუთრებით არ გამოირჩეოდა, მხოლოდ 4 დრიბლინგით მატჩში.

გახსოვთ, საშა "სოჭში" რომ მივიდა? ვინმემ იცოდა, ვინ იყო ანდრეი მასტავოი ან ანტონ ზაბალოტნი? ნათ საშას წყალობით სხვა დონეზე დაიწყეს თამაში", - ციტირებს კოლესნიკოვს Sport.ramble.ru.
მკითხველის კომენტარები / 58 /
საფეხბურთო ინტელექტით, მეც კი ბევრ ფეხბურთელს ვჯობივარ, მაგრამ ტექნიკა და ფიზმომზადება არ მივარგა, ამიტომაც შოფრათ ვმუშაობ. ფეხბურთს რომ ვუყურებ ტელევიზორში ისეთ რჩევებს ვიძლევი, რომ გამიგონ და შეასრულონ ჩემი რჩევები ყველა თამაშს მოიგებენ
ნიკი
15:59 21-08-2023
2
სად ერეკლეო და სად ჩემი ... ვინ სიკვდილია კოკორინი
ტაჰამატა
13:52 21-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული