კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში „აპოელი“ გასვლაზე „გენტთან“ 0:2 დამარცხდა.
"აპოელში" შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა, ხოლო გიორგი ქვილითაია 72-ე წუთზე შეცვალეს. მან თავის ყოფილ გუნდთან დაპირისპირებაში ყვითელი ბარათი მიიღო.
საპასუხო შეხვედრა 31 აგვისტოს ნიქოზიაში გაიმართება.
გენტი. „გელამკო არენა“
გენტი - აპოელი 2:0
გოლები: 1:0 ფოფანა (77), 2:0 ჰონ ჰიონ-სოკი (90+2)